განათლების ინტერნაციონალის რიგით მე-10 მსფოლიო ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას იღებს  800 დელეგატი და 500 დამკვირვებელი მსოფლიო მასშტაბით.
ყრილობას უძღვება EI-ის პრეზიდენტი სუზან ჰოფგუდი.
🌎 ყრილობის გზავნილია:
,,გავზარდოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პროფკავშირები! ავამაღლოთ ჩვენი პროფესიის სტატუსი! დავიცვათ დემოკრატია!”
გახსნით ნაწილში სუზან ჰოფგუდმა ხაზგასმით აღნიშნა EI-ის როლი მდგრადი მომავლის შექმნის და გლობალური გამოწვევების დაძლევის პროცესში:
- ,,განათლების ინტერნაციონალი” ( EI ) არის პროგრესული, იცავს დემოკრატიას, რადგან ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს! ვპასუხობთ ყველანაირ გამოწვევას, როგორიც არის ომები, კლიმატური ცვლილებები, ტექნოლოგიების განვითარებასთან არსებული ბარიერები. ჩვენ, განათლების პროფკავშირები, ფართოდ გახელილი თვალებით ვაკვირდებით პროცესებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და გლობალური თუ ლოკალური კრიზისებისა, მოვიპოვეთ უამრავი შედეგი საერთაშორისო დონეზე, რასაც წევრი ორგანიზაციების ბრძოლა და თავდაუზოგავი საქმიანობა უდევს საფუძვლად! მადლობა 178 ქვეყნის წევრი ორგანიზაციების პროფკავშირულ ლიდერებს.
პანდემიამ განსხვავებული გამოწვევები შეგვიქმნა. პროფკავშირები არ დაველოდეთ სიტუაციის გამოსწორებას, შევქმენით გადაუდებელი სამუშაოების სისტემა და გადავდგით მასწავლებლებისთვის საჭირო ნაბიჯები.
სამყაროს დამატებით ჭირდება 24 მილიონი მასწავლებელი. ჩვენ, გაეროსთან ერთად დავიწყეთ კამპანია განათლების ტრანსფორმირებისათვის ,,დააფინანსე საჯარო განათლება!”
,,ყველა გამოწვევა დაძლევადია პროფესიონალი მასწავლებლებით, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების გაძლიერებით.
ბოლო 40 წელია გვაქვს მაღალი ავტორიტეტი, რადგან ხელს ვუწყობთ მდგრადი საზოგადოების შექმნას, რათა უფრო ეფექტურად ვიყოთ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ერთიანობა და სოლიდარობა უზრუნველყოფს მთავრობების უფრო ეფექტურ გადაწყვეტილებებს საზოგადოების მეტი სარგებელისთვის.
ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება მასწავლებლების ირგვლივ, რადგან ყოველი ადამიანისათვის გარდაუვალია ჯანმრთელობა და განათლება. ჩვენ, პროფკავშირები, ვართ მესაჭეები ცვლილებების, საზოგადოებრივი სიკეთისათვის!
ჩვენი საქმეა ვიბრძოლოთ, ვიმოქმედოთ, რადგან ვინ, თუ არა ჩვენ-განათლების პროფკავშირები, ვაკეთებთ სწრაფ ორგანიზებას, რათა
📍ქვეყნებში იყოს გამართული საკანონმდებლო ბაზა, უფლებების დაცვისათვის,
📍იყოს კანონით დასჯადი ბულინგი სოციალური მედიით და სიძულვილის ენა.
📍ინტერნეტ-კომუნიკაციების არასწორი გამოყენება უფრო მეტ ზიანს იწვევს, ვიდრე სარგებელს. ტექნოლოგიური კომპანიები იღებენ მეტ სარგებელს და რომ არ გადაგვთელონ, შევქმნათ ინსტრუქციები, გზამკვლევები, მოვთხოვოთ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებებს იზრუნონ უკეთესი საკანონმდებლო ბაზის შექმნისათვის.”