2024 წელი EI-ის მე-10 მსოფლიო ყრილობა, ბუენოს აირესი არგენტინა
რეზოლუცია ინიცირებულია ფილიპინების, აშშ-ის, არგენტინის, ბრაზილიის, პორტუგალიი, იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის განათლების პროფკავშირების მხრიდან და ერთხმად მხარდაჭერილია განათლების ინტერნაციონალის (EI) მე-10 მსოფლიო ყრილობის მიერ.
1. ეყრდნობა რა 2019 წლის განათლების ინტერნაციონალის (EI) მე-8 მსოფლიო ყრილობაზე მიღებულ რეზოლიციას ,,განათლება დემოკრატიისთვის”;
2. განსაკუთრებით შეშფოთებულია მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების მდგომარებით და გარდაუვლად მიიჩნევს გამოავლინოს დემოკრატიულიღირებულებიბის საფრთხეები;
3. ხაზგასმით აღნიშნავს განათლების პროფკავშირების კრიტიკულ როლს, განსაზღვროს და დაადგინოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის საჭირო ქმედებები, საზოგადებაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად;
განათლების ინტერნაციონალის ( EI) მე-10 მსოფლიო ყრილობა შეშფოთებით აღნიშნავს:
4. გასული ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკურ პარტიებთა გარკვეულ წარმატებებს;
5. ულტრამემარჯვენეთა იდეოლოგიების ფართოდ გავრცელებას მთავრობებსა და პარლამენტზე და ზეწოლას პროფკავშირებზე;
6. ეკონომიკური კრიზისისა და სოციალური უთანასწორობის გაღრმავებით გარკვეული საფრთხეების შექმნას, მემარჯვენე ფრთის პოპულიზმის გაზრდას, ავტოკრატიული რეჟიმებისა და ანტიდემოკრატიული ალიანსების გაძლიერებას გლობალურად;
7. განათლების პროფავშირები მიიჩნევს, რომ მემარჯვენე ფრთის პოპულიზმი და ექსტრემიზი იქნება უმთავრესი გამოწვევა, ეროვნულ დონეებზე ორგანიზაციებისთვის. შესაბამისად, გარდაუვალი საჭიროებაა თავდაუზოგავი ბრძოლა ავტორიტარული ძალების წინააღმდეგ;
8. მემარჯვენე ფრთის პოპულისტური ნარატივები უფრო მეტად შეიჭრება საჯარო დებატებიდან საკლასო ოთახებსა და ბავშვთა სათამაშო სივრცეებში, მაშინ როდესაც საყურადღებოა ბავშვების სოციალური მედიისადმი დამოკიდებულებების მზარდი ტენდენცია. მსგავსი ნარატივები კი უფრო სწრაფად ვრცელდება სოციალურ პლარტფორმებზე, რაც იწვევს სიძულვილსა და მტრობას მიგრანტებისა და ლტოლვილებისადმი, რასიზმს და სხვა სენსიტიურ საკითხებს;
9. მემარჯვენეთა ჯგუფებიდან განსაკუთრებულ მიზანშია განათლების სფეროს დასაქმებულები, მიმდინარეობს მათზე ღია შეტევები და რეგულარულად მიმდინარეობს მათ წინააღდეგ კამპანიები. ასეთი თავდასხმები საფრთხის წინაშე აყენებს მასწავლებელთა ავტონომიურობას, ზრდის ცენზურას, რაც შეზღუდავს მოსწავლეთა და ახალგაზრდობის თავისუფლებებს;
10. მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები არწმუნებენ მოსწავლეებს, დაგმონ და ამხილონ ის მასწავლებლები, ვინც გამოხატავს პოლიტიკურ შეხედულებებს თავისუფლად და ის მასწავლებლები, რომლებიც მემარცხენე დოქტრინაზე საუბრობენ საკლასო ოთახებში;
11. მემარჯვენე ჯგუფები ზეწოლას ახორცილებენ მკვლევარებზე, რათა მათ უარყონ /გააყალბონ რეალური ფაქტები, ზღუდავენ მათ აკადემიურ თავისუფლებებს;
12. მემარჯვენე პოლიტიკოსები მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე მეტი ზეგავლენების მოპოვებას ცდილობენ, რაც ზრდის სიძულვილს.
მე-10 მსოფლიო ყრილობა აცხადებს, რომ
13. ულტრამემარჯვენეთა ძალების ზრდა გლობალურად წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით პროფკავშირულ მოძრაობებზე;
14. ნებისმიერი ანტიპროფკავშირული კანონმდებლობა არ უნდა იქნეს დაშვებული;
15. მთავრობათა ქმედებების მცდელობები შეზღუდოს ან/და ჩამოართვას პროტესტის უფლებები.
მე-10 მსოფლიო ყრილობა ღიად აცხადებს, რომ:
16. განათლების პროფკავშირები ყველა ძალისხმევის გამოყენებით მხარს დაუჭერენ მოსწავლეების უზრუნველყოფას ხარისხიანი განათლებით;
17. განათლების პროფკავშირები შექმნიან ალიანსებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან დემოკრატიის დასაცავად და სკოლებთან საზოგადოებრივი ცენტრების შესაქმენლად;
18. განათლების პროფკავშირები ადვოკატირებას გაუწევენ სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების გაძლიერებას;
19. განათლების პროფკავშირები ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აწამოებენ სამუშაოებს ექსტრემიზმისა და ულტრამემარჯვენეების იდეოლოგიების წინააღმდეგ;
20. ,,განათლების ინტერნაციონალი“ (EI) იღებს სრულ პასუხისმგებლობას, მხარი დაუჭიროს წევრ ორგანიზაციებს დაძლიონ მემარჯვენე ფრთის პოპულიზმი და ექსტრემიზმი, ხელი შეუწყოს ანტი-დისკრიმინაციული საგანმანათლებლო კანონმდებლობის შექმნას, მრავალფეროვანი, ინკლუზიური და მხარდამჭერი საგანმანათლებლო სისტემების ჩამოყალიბებას;
მე-10 მსოფლიო ყრილობა მანდატს აძლევს ,,განათლების ინტერნაციონალის“ ლიდერებს
21. კამპანიების წარმოებისთვის, რაც უპასუხებს მასწავლებელთა და საგანმანათლებლო სისტემებზე ულტრა მემარჯვენეთა ზრდის პრევენციას;
22. განსაზღვროს სტრატეგიები მემარჯვენე ფრთის პოპულისტურ იდეოლოგიებზე საპასუხოდ და წამოადგენდეს როგორც განათლების პროფკავშირების რესურსს;
23. მჭიდროდ იმუშაოს სხვა გლობალურ ფედერაციებთან ერთად მემარჯვენეთა გავლენის შესამცირებლად, დემოკრატიის დაცვისა და დასაქმებლთა უფლებების დასაცავად, სპეციალური სტრატეგიების შემუშავებით.