2024 წლის 29 ივლისს, ,,განათლების ინტერნაციონალის“ გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა, მე-10 მსოფლიო ყრილობის 1200-ზე მეტ წარმომადგენელთან მსოფლიოს მასწავლებელთა პროფკავშირული მოძრაობების ბოლო ხუთი წლის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა.
,,ჩვენი წევრი ორგანიზაციების თავდადება ენითაუღწერელია! მათი ვალდებულებები და მოქმედებები თავიანთ ქვეყნებში საოცარია! თქვენ ათვითცნობიერებთ, რომ ეს ჩვენი დროა. ხარისხიანი, უფასო, კარგად აღჭურვილი განათლების სისტემები ამ მომენტისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით, განათლების დარგის ტექნიკური პერსონალით და სხვა პედაგოგებით, ყველა საკლასო ოთახი, ყველა მოსწავლისთვის ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ! ამავე დროს, მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის, როგორც კონფედერაციის, ისტორია უკვე მეოთხე ათწლეულშია! ჩვენ დავაგროვეთ ცოდნა, რეპუტაცია და ძალა უმაღლეს დონეზე და მთელ სამყაროში ვართ ძლიერნი, არა მხოლოდ განათლებისთვის, არამედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ღირებულებების დაცვისათვის.”

დევიდ ედვარდსმა ისაუბრა ,,განათლების ინტერნაციონალის“ ბოლო ხუთი წლის მიღწევებზე, მათ შორის, პადნემიის დროს მასწავლებელთა, სკოლების და ტექნიკური პერსონალის თანადგომის უპრეცედენტო ღონისძიებებზე: კამპანია #,,დააფინანსე განათლება“, ,,გაეროს რეკომენდაციები მასწავლებლის პროფესიის შესახებ“, კამპანია ,,ვასწავლოთ პლანეტისთვის“ და ,,გლობალური მობილიზება კლიმატური განათლებისა და კლიმატური სამართლიანობის შესახებ“, ,,გენდერული თანასწორობის, სამართლიანობის, მრავალფეროვნებისთვის განათლების სისტემაში და მის მიღმა“.

სოლიდარობა კრიზისულ პერიოდში

მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, განათლების პროფკავშირების სოლიდარობა ურყევია ჩვენი წევრების, მოსწავლეებისა და საზოგადოების წინაშე დასახული მიზნების შესასრულებლად.

მსოფლიო პანდებიაზე საუბრისას, დევიდ ედვარდსმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მასწავლებლების მიმართ, ,,ყველაფერი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ ვერ გავჩერდებოდით. ჩვენ არ შეგვიჩერებია ჩვენი ვალდებულებები მასწავლებლების, განათლების სფეროს წარმომადგენლების ყოველდღიური ადვოკატირების მიმართულებით! ამას ითხოვს სკოლა - სიცოცხლის და მომავლის სიმბოლო! ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ სკოლა არის საზოგადოების გული.

პანდემიის პირობებში პროფკავშრული სოლიდარობა უპრეცენდენტო იყო: 2021 წლიდან 300 ზე მეტი ონლაინ ღონისძიება შედგა, რეგიონალური, საერთაშორისო, გლობალური კონფერენციები, გამოცდილებების გაზიარების, ჩვენი მისიის და მხნეობის გამყარებისთვის. ჯანდაცვის სექტორთან ერთად, არც ერთი გლობალური ორგანიზაცია არ ყოფილა ასე ერთიანი, როგორც ჩვენი კონფედერაცია“ - აღნიშნა ,,განათლების ინტერნაციონალის“ ლიდერმა.

გლობალური სოლიდარობა მუდმივად არის პროფკავშირის მისია, იქ სადაც უფლებების დარღვევა ან სხვა საფრთხეებია. „მასწავლებელთა შრომითი უფლებების დარღვევისას, მათი ადვოკატირებისთვის, ჩვენი თანადგომა და პროფკაავშირული ღირებულებების დაცვა ერთიანია“.
დევიდ ედვარდსმა არაერთი სოლიდარობის ღონისძიებები გაიხსენა, მიანმარში, ისრაელში, ღაზაში, უკრაინაში, ესვატინში, თურქეთში, ჰონკონგში, ბელარუსში, ფილიპინებში, უგანდაში, მალიში, ირანში, ტანზანიაში, არგენტინაში, ჰაიტში და ავღანეთში, 2019 წლიდან დღემდე.

,,დღეს არგენტინაში ვართ, ჩვენ ერთად გამოვხატეთ ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგების - მასპინძლების მიმართ სოლიდარობა. არგენტინაში დიდი ინფლაციაა, ხელფასების შემცირება, სიღარიბის ზრდა და ა.შ. როდესაც საზოგადოება აპროტესტებს, მათ წინააღმდეგ ხორციელდება რეპრესიები და დაშინება, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან, ისინი ხომ თავიანთ სტუდენტებს და საზოგადოებას იცავენ, სახელმწიფოსთვის ზრუნავენ! ქვეყანა არ იყიდება!“ - აღნიშნა ,,განათლების ინტერნაციონალის“ გენერალურმა მდივანმა.

გაეროს რეკომენდაციები: ,,განათლების სფეროს წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან“

დევიდ ედვარდსმა გაეროს უმაღლესი დონის პანელის - ,,მასწავლებლის პროფესიის საბჭოს“ რეკომენდაციების მნიშნველობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე მასწავლებელთა პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა დიდი მიღწევაა. ეს დოკუმენტი პროფკავშირების ადვოკატირების შედეგია. პანელი შედგა გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით, 44 მილიონი მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრისათვის. ,,ეს რეკომენდაციები ისტორიულია და ჩვენი პროფკავშირის დიდი ხნის მოთხოვნების შედეგია, სადაც გათვალისწინებულია მასწავლებლის კვალიფიკაცია, ანაზღაურება, სამუშაო პირობები, კეთილდღეობა, პრესტიჟის ამაღლება და სხვა აუცილებელი თემები“- განაცხადა დევიდ ედვარდსმა.

რეკომენდაცია მოუწოდებს მთავრობებს მასწავლებლებისთვის უზრუნველყონ ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი დასაქმების გარანტიები, კარგი სამუშაო პირობები, სამუშაო დატვირთვის ბალანსი. მეტი ინვესტირება საჯარო განათლებაში.

რეკომენდაცია მოუხმობს საერთაშორისო საზოგადოებას შეიქმნას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართლობით ,,მასწავლებელთა გლობალური ფონდი“ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივით, რათა გაუწიოს დახმარება მასწავლებლებს განსაკუთრებულ კრიზისულ პერიოდებში, ანაღაურების უზრუნველყოფით.

განათლების პროფკავშირებისთვის გაეროს რეკომენდაციათა პაკეტი უნდა გახდეს მთავრობებთან მოლაპარაკების დოკუმენტი, როგორც გლობალური შეთანხმების დოკუმენტი, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად მსოფლიო მასშტაბით.

და ბოლოს, ,,ეს ჩვენი დროა! მზად ვართ, ჩვენი მისიისთვის გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. მადლობა თქვენ! ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წევრების ჩართულობას, ჩვენი წევრი ორგანიზაციების გაძლიერებას, ვქმნით ალიანსებს და ჩვენს პროფესიას ვაძლიერებთ ყოველწლიურად’ - დაასრულა საუბარი ,,განათლების ინტერნაციონალის“ გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა