,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) მე-10 მსოფლიო ყრილობის რეზოლუცია - ,,განათლების დარგის ტექნიკური პერსონალის შესახებ“
არგენტინა ქ. ბუენოს აირესი, 2024 წლის 29 ივლისი - 2 აგვისტო
,,განათლების ინტერნაციონალის“ მე-10 მსოფლიო ყრილობა აღიარებს:
1. განათლების დარგის ტექნიკური პერსონალის მნიშვნელოვან წვლილს სამართლიანი, ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მოსწავლის სრულყოფილ განვითარებაში;
2. ტექნიკური პერსონალის განსაკუთრებულ როლს მოსწავლის განათლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერაში;
3. ეთანხმება და ყურადღებას ამახვილებს ხედვებზე, რაც შესულია ,,განათლების ინტერნაციონალის“ დეკლარაციაში - ,,დამხმარე პერსონალის სტატუსისა და უფლებების შესახებ“
4. და იზიარებს პროფკავშირების შესაძლებლობებს, ადვოკატირება გაუწიონ განათლების ტექნიკური პერსონალის შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას;
5. და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობას მოუწევს იცხოვროს უფრო მკაცრ პირობებში, სანამ მთავრობები არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს;
6. და გამოხატავს შეშფოთებას, რომ 2020 წლიდან ქვეყნების დიდ უმრავლესობაში განათლების დაფინანსება სტაგნაციაშია ან შემცირდა;
7. განათლების ბიუჯეტის შემცირება/არასათანადო დაფინანსება ვერ უზრუნველყოფს დასაქმების უსაფრთხოებას, დასაქმებულთა უფლებების დაცვას, კეთილდღეობას და განათლების დარგის ტექნიკური პერსონალის დასაქმების პირობებს;
8. განათლების დაფინანსების არასაკმარისი ოდენობა იწვევს პრივატიზებას და განათლების ტექნიკური პერსონალის ფუნქციების აუთსორსინგს, რაც უპირველესად ნეგატიურ გავლენებს ახდენს მოსწავლეთა სწავლის პირობებზე;
9. განათლების დარგის ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება უმეტეს შემთხვევაში დაბალია და ინფლაციამ უფრო მეტად გააუარესა მათი ცხოვრების პირობები;
10. და აღნიშნავს, რომ განათლების დარგის ტექნიკურ პერსონალთა შორის დომინირებენ ქალები და შესაბამისად, საჭიროა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მათი გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად;
11. დიჯიტალიზაცია და კლიმატური ცვლილებები ახალი გამოწვევებია განათლების დარგის ტექნიკური პერსონალისათვის;
12. და გამოხატავს შეშფოთებას ძალადობის და დაშინების შესახებ, მათ შორის გენდერული ნიშნით, რის გამოც, საფრთხე ექმნებათ მათ შრომით უფლებებს, პროფესიული და აკადემიური თავისუფლების კონტექსტს.
♻️,,განათლების ინტერნაციონალის” მე-10 ყრილობა მოუწოდებს მთავრობებს:
1. დაუყოვნებლივ გაზარდონ ინვესტიციები საჯარო განათლებაში, საერთაშორისო ამოცანების შესაბამისად და განათლების ტრანსფორმაციის სამიტის სამოქმედო გეგმის დაფინანსების მოთხოვნების გათვალისწინებით;
2. განახორციელონ საკმარისი ინვესტიციები გადამზადებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვისთვის, შესაბამისი სამუშაო პირობებით და ანაზღაურებით, რაც დამაკმაყოფილებელი იქნება ღირსეული ცხოვრებისთვის და მათი კარიერული წინსვლისთვის (პორტუგალიის ქ. ავეირუში, 2023 წლის 18 მაისს, მიღებული დეკლარაციის - AVEIRO DECLARATION პირობების შესაბამისად);
3. უზრუნველყონ განათლების დარგის ტექპერსონალი ხარისხიანი ტრენინგებით და უფასო პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით, მათი საჭიროებების შესაბამისად;
4. გაზარდონ განათლების დარგის ტექნიკური პერსონალის კარიერული მიმზიდველობა;
5. მოიკვლიონ განათლების ტექნიკური პერსონალის დეფიციტის მონაცემები და გამომწვევი მიზეზები:
6. გადადგან კონკრეტული ნაბიჯები განათლების დარგის ტექპერსონალის სტატუსის ამაღლებისა და მათი, როგორც საგანმანათლებლო საზოგადოების სტატუსის აღიარებისთვის;
7. უზრუნველყონ გენდერული დისბალანსი ანაზღაურებაში;
8. შეაჩერონ პრივატიზების პროცესები განათლებაში და განათლების ტექპერსონალის აუთსორსინგი;
9. უზრუნველყონ განათლების დარგის ტექპერსონალის უსაფრთხო და მუდმივი პოზიციები, მათ შორის სრული დასაქმება;
10. მოახდინონ და განავითარონ ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) N:190 კონვენციის რატიფიცირება, რომელიც იცავს განათლების დარგის ტექპერსონალის დასაქმების ფორმებს, უსაფრთხოებას, მათ შორის გენდერული ძალადობისგან, სამუშაო ადგილებზე;
11. უზრუნველყონ განათლების სექტორში სამართლიანი ტრანზიცია, განათლების დარგის ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვისთვის კლიმატის კრიზისით გაუარესების კონტექსტში;
12. ითანამშრომლონ განათლების დარგის ტექპერსონალთან და მათ პროფკავშირებთან, ინფორმაციის სხვადასხვა გარეშე წყაროებიდან როგორ უნდა დაეხმარონ მათ სამუშაოზე და უზრუნვლყონ შესაბამისი ხარისხიანი ტრენინგებით;
13. აღიარონ განათლების დარგის ტექპერსონალის შრომითი უფლებების დაცვა და მათი პროფკავშირებში გაერთიანება;
14. უზრუნველყონ პროფკავშირების უფლებები, მათ შორის ორგანიზების უფლება, კოლექტიური მოლაპარაკებისა და გაფიცვის უფლების ჩათვლით, ასევე სოციალურ დიალოგში ჩართვა;
♻️,,განათლების ინტერნაციონალის” მე-10 ყრილობა მოუწოდებს განათლების პროფკავშირებს:
1. მსოფლიოს მასშტაბით განაგრძონ, განათლების ტექპერსონალის სტატუსისა და უფლებების შესახებ ,,განათლების ინტერნაციონალის” დეკლარაციის დანერგვა/განვითარება;
2. მოუწოდონ დაფინანსების გაზრდისკენ, როგორც ეროვნულ ისე საერთშორისო დონეზე, მათ შორის ,,განათლების ინტერნაციონალის“ კამპანიის #დააფინანსე განათლება ფარგლებში;
3. გააძლიერონ პროფკავშირების ძალა განათლების ტექპერსონალის უფლებების და სტატუსის დასაცავად; მათი პროფკავშირებში გაწევრიანება; უზრუნველყონ მათ აქტიური ჩართულობა, მაშინ როცა არის გარკვეული საკანონმდებლო სტრუქტურული შეზღუდვები, ბარიერები;
4. ხელი შეუწყონ განათლების ტექპერსონალისა და მასწავლებლების ურთიერთსოლიდარობას და ხელიხელ ჩაკიდებული ბრძოლას უფლებებისა და ღირებულებების დაცვის მიზნით, რაც უპირველესად მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარეობს.