2023 წლის პირველივე რიცხვებიდან დღემდე, სპმთპ-ის მომართა ასეულობით საჯარო სკოლის დირექტორმა და ბუღალტერმა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეასრულეს დანაპირები და საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება N33 - „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომელიც ვრცელდება 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ დეკრეტულ შვებულებაზე. დადგენილების თანახმად, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებად პერიოდზე სააგენტო გასცემს 2000 ლარს, ნაცვლად 1000 ლარისა. საჯარო სკოლის მასწავლებლები, საჯარო მოხელეების მსგავსად, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებად პერიოდზე დეკრეტულ ანაზრაურებას მიიღებენ სრული ხელფასიდან, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატებისაგან.
გთავაზოთ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გამოთვლის ინსტრუქციას:
საქართველოს შრომის კოდექსით 37-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი პერიოდი შედგება 183 კალენდარული დღისგან, ხოლო გართულებული მშობიარობის ან ტყუპების შობის შემთხვევაში 200 კალენდარული დღისგან რომელსაც, დასაქმებული იყენებს თანმიმდევრულად: 1) ორსულობისა და მშობიარობის გამო, პირველ ეტაპზე, 126 კალენდარული დღე და მეორე ეტაპზე, ბავშვის მოვლის გამო, დარჩენილი 57 კალენდარული დღე; 2) გართულებული მშობიარობისა და ტყუპების შობის დროს, პირველ ეტაპზე, 143 კალენდარული დღე და მეორე ეტაპზე, ბავშვის მოვლის გამო, დარჩენილი 57 კალენდარული დღე. ზემოაღნიშნულ დღეებზე
პედაგოგის ხელფასის 100%-ს (თანამდებობრივი სარგო პლუს დანამატები) აკლდება სააგენტოს მიერ გაცემული 2000 ლარი, ხოლო დანარჩენს უნაზღაურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ხშირად გაისმის შეკითხვები: დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გამოითვლება თანამდებობრივი სარგოდან? სტატუსის დანამატიც შედის? და ა.შ.
გვსურს შეგახსენოთ საჯარო სკოლის პედაგოგის სრული ხელფასის ცნება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N126/ნ-ბრძნების მე-3 მუხლით:
1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრივ სარგოზე დანამატებს:
ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;
ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:
ბ.ა) ქართული, როგორც მეორე ენა;
ბ.ბ) საქართველოს ისტორია;
ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;
გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;
დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის დანამატი, რომელიც მოიცავს მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელების საბაზო დანამატს და საგაკვეთილო დანამატს ყოველ საგაკვეთილო საათზე;
ე) სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი;
ვ) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.
სპმთპ გამოხატავს მზადყოფნას დამატებითი კონსულტაციებისათვის.