,,მასწავლებელთა პროფკავშირი - უფლებების დაცვისა და ხარისხიანი განათლებისათვის” კამპანიის ფარგლებში, 2023 წლის 20-21 მაისს, ს. საწირეში მდებარე, სპმთპ-ის პროფესიული განვითარების ცენტრში მცხეთის რაიონული ორგანიზაციის აქტივთან შეხვედრა გაიმართა.
ორდღიანი შეხვედრა სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მანანა ჩოხელის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც წარმართეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ. სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის აქტივმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებებიდან მოისმინეს სპმთპ-ის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები. მასწავლებლებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების საჭიროებებსა და გამოწვევებზე.