საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის გაუგებარია მასწავლებელთა რომელი ჯგუფის ინიციატივით გადაიდო წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდა 2024 წლამდე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონსულტაციები არ გაუვლია მასწავლებელთა ყველაზე დიდ ,,ჯგუფთან“ - პადაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან.
მიგვაჩნია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდის რეგისტრაციის, შესაბამისად, გამოცდების გადადება არ გამოხატავს სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელთა ინტერესებს.
რატომ ფერხდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის, ისედაც დროში გაწელილი პროცესი, აჩენს ბევრ კითხვას.
ველოდებით დეტალურ განმარტებებს!
