2023 წლის 10-11 ივნისს, 10-საათიანი ტრენინგი -,,მასწავლებელთა პორტფოლიო და მისი ანალიზი" წარმართა სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტმა, ხარისხის განვითარებისა და ავტორიზაციის ექსპერტმა როლანდ ხოჯანაშვილმა.
2-დღიანი შეხვედრა ჩატარდა სოფელ საწირეში მდებარე სპმთპ-ის ,,პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრში“, სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ზოია ჯანაშიას ორგანიზებით. მასში მონაწილეობა მიიღეს: სამტრედიის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინათინ ხარძიანმა, რესურსცენტრის სპეციალისტებმა ელზა ცხვირავაშვილმა და ელენე ბოხუამ, 8 საჯარო სკოლის დირექტორებმა და სამტრედიის 32-მა მასწავლებელმა.
თემაზე ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და უკუკავშირი კომპლექსურ დავალებაზე“ სესია ჩაატარა ქ. თბილისის N102 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა გიორგი ბაკურაძემ.
სამტრედიელ მასწავლებლებს პირადი პრაქტიკა გაუზიარა და ინტერაქციული ერთ-ერთი მეთოდი წარუდგინა სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა კახა გალდავამ.
შეხვედრაზე ისაუბრა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, პროფკავშირის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გაწეული საქმიანობის შედეგებსა და მასწავლებელთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.
შეხვედრის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა მსმენელებს გადასცეს 10-საათიანი ტრენინგის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
