საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პროფესიული გადამზადების ცენტრი საქართველოს ყველა რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მართავს ტრენინგებს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების სფეროში არსებული სიახლეების, მასწავლებელთა საგნის გამოცდებისა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების გასაცნობად. 2015 წლის 9 დეკემბერს ქ. ქუთაისის სპმთპ-ის საქალაქო ორგანიზაციის დაფინანსებით ტრენინგი ჩატარდა თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით, ტრენერი - ბატონი კახა ტყეშელაშვილი, ტრენინგზე მოწვეულმა მსმენელებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე და დიდი კმაყოფილება გამოთქვეს ტრენერისა და სპმთპ-ის მისამართით. ქუთაისის სპმთპ - ის საქალაქო ორგანიზაცია და მისი თავმჯდომარე მთამარ გაბუნია ქუთაისელ მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს!