ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესების წარმატებით გასავლელად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის აღმზრდელები აღსაზრდელის პორტფოლიოს (დაკვირვება, შეფასება) სატრენინგო თემატიკით დაინტერესდნენ. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საგანმანათლებლო ცენტრმა სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის დაკვეთით 28 ოქტომბერს ჩაატარა აღნიშნული თემატიკის ტრენინგი. გადამზადებაში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული 60 აღმზრდელი მონაწილეობდა. ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი,
სპმთპ-ის საგანმანათლებლო ცენტრი ტრენინგის მონაწილეებს უსურვებს ავტორიზაციის წარმატებით გავლას და მადლობას უხდის ტრენერს-თამარ ბოჭორიშვილს და სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონულ ორგანიზაციას მაღალ ხარისხობრივ და ორგანიზაციულ დონეზე წარმართული ტრენინგისთვის!
