მას­წავ­ლე­ბელ­თა პრაქ­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით – პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­დ­გე­ნის ვა­და გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე, ამას­თა­ნა­ვე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­მარ­ტივ­და პორ­ტ­ფო­ლი­ოს ატ­ვირ­თ­ვი­სა და წარ­დ­გე­ნის პრო­ცე­სი
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუსს 2025-2026 სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ და მათ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მი­ე­ცე­მათ კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებს შეს­თა­ვა­ზებს, რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 27 ოქ­ტომ­ბე­რი – იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე – მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ დღედ გა­მოცხად­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის, ღვაწ­ლ­მო­სილ 11 პედაგოგს გადაეცა სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი სამ­კერ­დე ნი­შა­ნი და ფუ­ლა­დი ჯილ­დო 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო ფორ­მუ­ლ ამოქ­მე­დდე­ბა 2024 წლის 1 ივ­ლი­სი­დან და მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ზრდა განხორციელდება:
♦ 400 ლარზე მეტით გაეზრდება ხელფასი 8217 მასწავლებელს;
♦ 500 ლარზე მეტით – 14053 მასწავლებელს;
♦ 600 ლარზე მეტით – 7114 მასწავლებელს;
♦ 700 ლარზე მეტით – 4491 მასწავლებელს;
♦ 800 ლარზე მეტით – 1648 მასწავლებელს;
♦ 900 ლარზე მეტით – 917 მასწავლებელს.
სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება, ხოლო ტექნიკური პერსონალის – 10-50%-ით, მათი ანაზღაურების მიხედვით.
არსებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე.
დარჩენილ სკოლებში (დაახლოებით 1000 სკოლაში), სადაც დირექტორები ვერ შეირჩა, ახალი კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ყველა კანდიდატს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა, როგორც სერტიფიცირების მოპოვების მსურველებს, ასევე არსებულ სერტიფიცირების კანდიდატებს.
მი­ნის­ტ­რ­მა, ასე­ვე დრო­ე­ბით, შე­ა­ჩე­რა წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­და და და­ა­ა­ნონ­სა, რომ გა­მოც­და არ გა­უქ­მე­ბუ­ლა და ის 2024 წელს ჩა­ტარ­დე­ბა და სხვა იხილეთ სტატიაში