2023 წლის 8-10 დეკემბერს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის წევრი, 16 საჯარო სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების აქტივი სპმთპ-ის საწირის პედაგოგთა სატრენინგო-დასასვენებელ სახლში მიიწვია.
სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის მასწავლებლებთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის პროფესიული ვალდებულებების თემებზე ტრენინგი, სპმთპ-ის საქმიანობის გაცნობა და მათთან ერთად, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა.
შეხვედრა სპმთპ-ის პრეზიდენტმა გახსნა და მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გულო ბაძაღუას, გაწეული საქმიანობისა და ჩხოროწყუელი მასწავლებლების ორგანიზებისთვის. მაია კობახიძემ პროფკავშირსა და განათლების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის და კოლეტიური მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა. მან მოისმინა მასწავლებელთა მოსაზრებები და მიდგომები, შემდგომი რეაგირებისათვის.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარემ, როლანდ ხოჯანაშვილმა 10-საათიანი ტრენინგი: ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი, საფეხურის შედეგების გაზომვა, მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებები და საჭიროებები“ თემებზე გამართა. მსმენელებს მიეწოდათ მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებების შესრულებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია და საინტერესო ინტერაქცია შედგა.
ჩხორუწყუელმა მასწავლებლებმა მრავალი აქტუალური საკითხი წამოჭრეს და მადლობა გადაუხადეს პროფკავშირს ნაყოფიერი, ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო დღეებისთვის. მომდევნო წლის დასაწყისში დაიგეგმა ფართომასშტაბიანი ღონისძიება როლანდ ხოჯანაშვილსა და მაია კობახიძის მონაწილებით, ჩხოროწყუში.
ტრადიციულად, სპმთპ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩხოროწყუს მასწავლებლები ეწვივნენ რაჭას.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის ჩხოროწყუელ მასწავლებლებს აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის.