2023 წლის 3 დეკემბერს სპმთპ მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით მცხეთის რაიონის რესურს ცენტრის დარბაზში ჩატარდა შეხვედრა ტრენერ როლანდ ხოჯანაშვილი-თან. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის რაიონის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები. დამსწრე საზოგადოებამ  განიხილია შემდეგი აქტუალური საკითხები:ც ვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში,შეფასება-განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები,სასწავლო მიზნები,შუალედური სასწავლო მიზნები,აქტივობები,საფეხურის შედეგები. გაიმართა კონსტრუქტიული მსჯელობა სხვადასვა საკითხებზე.
აგრეთვე მინდა ავღნიშნო ის ფაქტი ,რომ შეხვედრაზე გვესტუმრა და გაგვიკეთა დიდი სიურპრიზი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) პრეზიდენტი @მაია კობახიძე Maia Kobakhidze. უღრმესი მადლობა მას იმისთვის ,რომ მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკის გამონახა დრო და შეხვდა მცეთის რაინის პედაგოგებს. მან ისაუბრა ბოლო დროინდელ ყველაზე აქტუალურ საკითხზე -ახალ სახელფასო ფორმულაზე,აგრეთვე გააცნო პედაგოგებს ის ინიციატივები რომელებიც წარუდგინა პროფკავშირმა განათლების სამინისტროს.დაისვა ბევრი კითხვა და დასახელდა პრობლემები რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად არის განათლების სისტემაში.პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ქალბატონ მაიას მობრძანებისთვის და მისი გაწეული საქმიანობისთვის-რომელსაც ის ახორციელებ მათ საკეთილდღეოდ უწყვეტ რეჟიმსი.
უღრმესი მადლობა ამ საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის ქალბატონ მაის კობახიძეს, ყველასთვის საყვარელ ტრენერს და ესგ -ის ექსპერტს როლანდ ხოჯანაშვილი ს და განსაკუთრებულად დიდი მადლობა მცხეთის რაიონის რესურს ცენტრის უფროს ბექა იორდანიშვილს შეხვედრის ჩატარების ხელშეწყობისთვის.