სპმთპ-ის ბაღდაღის რაიონულ ორგანიზაციას საწირის პედაგოგთა სატრენინგო-დასასვენებელმა სახლმა უმასპინძლა.
ორდღიანი შეხვედრა სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ინიციატივით და სპმთპ-ის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარის თეა თავაძე-ასათიანის ორგანიზებით შედგა, რომლის მიზანი იყო ბაღდათელი მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერა და ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის გაძლიერებისათვის ამოცანების დასახვა.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა 10-საათიანი ტრენინგი წარმართა, თემაზე: ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი, საფეხურის შედეგების გაზომვა, მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებები და საჭიროებები“.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ განვლილი პერიოდი შეაჯამა. მან იმსჯელა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე გამოწვევებზე, სპმთპ-ის ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. ორდღიანი შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, იმსჯელეს პროფესიულ საჭიროებებზე, შრომით, სოცოალურ-ეკონომიკურ საკითხებზე და სასკოლი ცხორვებაში არსებულ გამოწვევებზე.
2-დღიანი მუშაობის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ბაღდათის პროფაქტივის მაღალი მოტივაცია და ერთსულოვნება. მისი გადაწყვეტილებით, ტრადიციულად, დაიგეგმა ექსკურსია რაჭაში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს თეა თავაძე-ასათიანს, გაწეული მუშაობისთვის თეა თავაძე-ასათიანი