პედაგოგები ხელფასის იანვრიდან გაზრდას მოითხოვენ. მასწავლებლებმა, ამ მოთხოვნით, რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვეს და პარლამენტს დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს.

“მგონი, ბიუჯეტი არის იანვრიდან. ეს კაპიკები, რომელსაც პედაგოგს დაუმატებენ, რატომ უნდა იყოს მომატებული სექტემბრიდან, როდესაც ეს არის დანაპირები? ჩვენ, პროფკავშირები, არავის ოპოზიცია არ ვართ. არაფერს არასწორს არ ვაჟღერებთ”,-აცხადებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ისანი-სამგორის რაიონული კავშირის თავმჯდომარე გულიკო ამირიძემ.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის ძალიან მცირე, ძალიან მიზერული, მაგრამ საბაზო ხელფასზე 70 ლარი იყო ის თანხა, რომელსაც მასწავლებელი, თუნდაც გზის ანაზღაურებად იგრძნობდა,”-აცხადებს პედაგოგი თამარ ბასერაშვილი.

პედაგოგთა მოთხოვნას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. მისი თქმით, მასწავლებლების ანაზღაურების გაზრდისთვის მთავრობა მუშაობას გააგრძელებს.

“ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პედაგოგთა ხელფასი გაზრდილიყო იანვრიდან, მაგრამ ვფიქრობ, ესეც ძალიან დიდი წინ წადგმული ნაბიჯია, რომ ჩვენ რეალურად ამ ზრდას განვახორციელებთ და განვახორციელებთ რამდენჯერმე იმისათვის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში მასწავლებლის ხელფასი მოვიყვანოთ შესაბამისობაში”,-აცხადებს სანიკიძე.

როგორც ცნობილია, პედაგოგთა ხელფასების მატების პირველი ეტაპი 2015 წლის სექტემბრში უნდა განხორციელდეს

edpdf.pdf

წყარო:  https://edu.aris.ge/news/pedagogebi-xelfasis-ianvridan-gazrdas-moitxoven.html