მიუხედავად, ძალიან დიდი შრომის, უფლებების დაცვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მივიღეთ კრიტიკა განათლების ექსპერტების და სპეციალისტების მხრიდან, ,,რატომ ვიცავდით და ვიცავთ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვინც კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა”. მივიღეთ დიდი განაწყენება იმ პრაქტიკოსებისგან, ვინც მინიმალური კომპეტენციის, 30%~იანი ზღვარი ვერ გადალახა ორივე გამოცდაზე, თუმცა თანაბრად ვმუშაობდით ყველა პრაქტიკოსისთვის! შექმნილ საგანგაშო ვითარებაში განათლების მინისტრის გადაწყვეტილება იყო ობიექტური პრინციპების დაცვით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისგან გამოყოფა იმ პრაქტიკოსების, რომელთაც ზღვარი გადალახეს ორივე გამოცდაზე და საგანში აჩვენეს უმაღლესი შედეგი. ვაგრძელებთ მუშაობას სკოლებთან, პროფესიონალი, სკოლისა და მოსწავლეებისათვის საჭირო კადრების შესანარჩუნებლად, რის საშუალებასაც იძლევა კანონი.