თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების ეროვნული პროფკავშირისა (GL) და სპმთპ-ის ხელშეწყობით, კვლავ განახლდა ქართველი და დანიელი მასწავლებლების თანამშრომლობა, თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის - ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
🟩დანიურ-ქართული პროექტის ფარგლებში, სპმთპ-ის საწირის მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ბაზაზე, 2021 წლის 27-29 ოქტომბერის სემინარზე: ,,გაკვეთილის/თემის დაგეგმვა“ მოწევული იყო საქართველოს 12 მუნიციალიტეტის, 24 მასწავლებელი.
🟩ხაზგასასმელია, რომ გლობალური გამოწვევის პირობებშიც, სპმთპ-ის პრეზიდენტის უდიდესი ძალისხმევით აღდგა სპმთპ-ის საწირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ბაზა და სპმთპ-ის წევრებს აქვთ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, კეთილმოწყობილი პროფესიული მხარდაჭერის სასწავლო ცენტრი.
🟩სემინარი სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა, დანიურ მხარეს, დანიელ ტრენერებსა და ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის. სემინარის მონაწილეებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი იყო დანიელ ექსპერ-მასწავლებლებს შორის, წარმოშობით ქართველი მასწავლებლის, ნანა ვეკუას ტრენერ-ექსეპერტის სტატუსით ქართველო კოლეგების წინაშე წარდგენა.
🟩სემინარს უძღვებოდნენ ბირტე ჰენრიქსენი - Copenhagen open High School-ის ისტორიის/ სპორტის მასწავლებელი და ნანა ვეკუა - Learnmark Gymnasium HHX-ის მათემატიკის მასწავლებელი. ნანა ვეკუა წარმოშობით აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან არის. ის დანიაში მასწავლებლობის პროფესიას შეუდგა და უკვე 16 წელია დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლის სისტემაში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.
🟩სამდღიანი სემინარის პროგრამის მიხედვით, დანიელმა ტრენერ ექსპერტებმა თეორიულ მასალებთან ერთად, არაერთი პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაოები წარმოადგინეს; გააცნეს დანიური საგანმანათლებლო სისტემა; დანიის სკოლების სპეციფიკა და სამუშაო გარემო; გაკვეთილის/თემის დაგეგმვის დიდაკტიკური თეორიები; FIMME-ს მოდელი შინაარსზე აქცენტირებულ კლასის მენეჯმენტის ელემენტებთან ერთად; ბეკის სასწავლო წრე, მეთოდებზე აქცენტირებული საქმიანობის სივრცეები და ფორმები, გაკვთელის/თემების დაგეგმვის დროს სწავლა-სწავლების გზები და უკუკავშირები, მოსწავლეთა თანამშრომლობის უზრუნველყობის მიზნით, მათი მოტივაციის ამაღლების მეთოდები და გაკვეთილის თანმიმდევრობითი სამუშოები; სხვადასხვა საგნების, მულტიდისციპლინური პროექტების ნიმუშები; მსოფლიოს გლობალური მიზნების მისაღწევი გზები; დანიელმა და ქართველმა მასწავლებლებმა დაგეგმეს სკოლებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები. სამდღიანი დატვირთული პროგრამის ფარგლებში, ქართველმა მასწავლებლებმა არაერთი საინტერესო პრეზენტაციები და გაკვეთილის/თემის დაგეგმვის მატრიცები წარადგინეს.
🟩დანიურ პროექტში ჩართული ქართველი მასწავლებლები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით ნერგავენ სასწავლო პროცესებსა და სკოლებში. პროექტი ითვალისწინებს შემაჯამებელ ღონისძიებებსა და რეგიონალურ შეხვედრებს უფრო მეტი სკოლების ჩართულობის მიზნით, რაც ხელს უწყობს სკოლების საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითრებას, მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, სწავლა-სწავლების 21-ე საუკუნის მოთხოვნების დანერგვასა და ავტონომიურობას.
სემინარში ,, გაკვეთილის თემის დაგეგმვა" ჩართულ მასწავლებლების სკოლებში დანერგვის პროცესებს თვენახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს, დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამის მონაწილე, სსიპ ქ. ახალციხის #4 საჯარო სკოლის მასწავლებელი აზნივ კირაკოსიანი. მან 2019 წელს ერთკვირიანი სტაჟირება გაიარა დანიაში.
🟩საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფაკავშირი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსა და პროექტში ჩართული სკოლების დირექტორებს, პროექტის მიზნების, სემინარების აქტუალობისა და მნიშნველობის გათვალისწინებით, მასწავლებელთა ჩართულობისა და ხელშეწყობისთვის.
🟩თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, სპმთპ-სთან თანამშრომლობით” 2017 წლიდან ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დანიის განათლების სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
🟩პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები იმართება სპმთპ-ის ახლად რეაბილიტირებულ სპმთპ-ის საწირის მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ბაზაზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს, როგორც სემინარისთვის საჭირო ტენიკურ შესაძლებლობებს, აგრეთვე კოვიდრეგულაციების შესაბამად უსაფრთხოების მოთხოვნებს. სემინარის ყველა მონაწილეს უტარდება სავადებულო ანტიგენ-ტესტები.
სამდღიანი დატვირთული პროგრამა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ შეაჯამა, მან მასწავლებლებს გააცნო სპმთპ-ის საქმიანობა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც უპირველესად ემსახურება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და პროფესიული ინტერესების ადვოკატირებას.
სემინარის მონაწილეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როგორც სემინარის ტრენერების მიმართ, აგრეთვე, იმ შესანიშნავი გარემო პირობებისთვის, რაც შექმნილი არის საწირის სასწავლო ბაზაზე.⤵
