წარმატებით დასრულდა სპმთპ-ის კიდევ ორი წევრის, სსიპ ქ. თბილისის #24 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული ინგლისური ენის პედაგოგების, ელენე გოგოლაძისა და იზა დგვარელის სასამართლო პროცესი.
⚖ მიმდინარე წლის 07 ივნისს თბილისის პირველი ინსტანციის მოსამართლე ია ლაბაძემ უკანონოდ გამოაცხადა დირექტორის, მიერ გამოცემული მასწავლებლების სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და სკოლას დააკისრა კომპენსაციის, აგრეთვე იძულებითი განაცდურის გადახდა, გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტამდე.⚖
🔄საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის მოსამართლე ია ლაბაძეს ასეთი გადაწყვეტილებისათვის.
ელენე გოგოლაძე და იზა დგვარელი დირექტორის უკანონო ბრძანებებით გათავისუფლდნენ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს. ამავე დღეს, სკოლიდან გათავისუფლდა კიდევ 2 ინგლისური ენის პედაგოგი. აღნიშნული 4 პედაგოგიდან სამმა დახმარების თხოვნით მომართა ჩვენს ორგანიზაციას და იურიდიულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ მოამზადა შესაბამისი სარჩელები. ამ ეტაპზე სამივე დასაქმებულის - ელენე გოგოლაძის, იზა დგვარელის და ანა ცინაძის სასამართლო პროცესი დასრულებულია და მათი გათავისუფლების ბრძანებები უკანონოდ გამოაცხადა სასამართლომ.
🔄დირექტორმა გათავისუფლების საფუძვლად დაასახელა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გარემოებების გამო ინგლისურ ენაში განაყოფების გაუქმება და შესაბამისად - საგაკვეთილო საათების შემცირება.
🔄საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განაყოფების გაუქმების მიუხედავად, სკოლაში რჩებოდა ინგლისური ენის 154 საგაკვეთილო საათი (მეორე სემესტრიდან ემატებოდა 5 სთ.), რაც იძლეოდა ინგლისური ენის კათედრის თხუთმეტივე პედაგოგის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთ მათგანთან, პრაქტიკოსთან, მალევე შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
🔄შეგახსენებთ, რომ განათლების სისტემაში მოქმედი რეგულაციები სავალდებულოდ არ მიიჩნევს პედაგოგის სრულად დატვირთვას და უშვებს ნაწილობრივ დატვირთვას, რითაც თავისუფლად შეეძლო ესარგებლა სკოლას და თავიდან აერიდებინა 4 ადამიანის უსამსახუროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვება.
📌 მოსამართლე ია ლაბაძის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, დირექტორის მიერ მასწავლებლების გათავისუფლება ჩაითვალა უკანონოდ, აგრეთვე სკოლას დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მთელ პერიოდზე.⚖ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ეტაპზე, სასამართლომ უარი თქვა თანამდებობაზე დაბრუნების ნაწილში, რასთან დაკავშირებითაც ვერ მოვისმინეთ დამაჯერებელი არგუმენტი და დარწმუნებულები ვართ, რომ სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შედეგად, ამ ნაწილშიც მალე აღვადგენთ სამართლიანობას!
⚖საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ყოველთვის იდგება საკუთარი წევრების ინტერესების სადარაჯოზე! 📌