საერთაშორისო დელეგაცია ყაზახეთში: განათლების პროფკავშირების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში.
2025 წლის 1-3 მაისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წარმომადგენლებმა , სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქოსაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის განათლების, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მუშაკთა პროფკავშირის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ ასტანაში გაიმართა.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიეძღვნა თემას: „საუკუნოვანი გამოცდილება: გაკვეთილები ისტორიიდან – გზა მომავლისკენ“, რომელშიც მონაწილეობდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ოფისის ACTRAV ხელმძღვანელი სერგიუს გლოვაკასი, ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) დირექტორი იელმერ ევერსი, ასევე, ალბანეთის, ჰოლანდიის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის განათლების პროფკავშირების ლიდერები.
ვიზიტის ფარგლებში, ♻️საერთაშორისო დელეგაციისთვის გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც წარმოდგენილი იყო ყაზახეთის განათლების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები.
ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) დირექტორმა იელმერ ევერსმა ხაზი გაუსხვა სოციალურ პარტნიორობას, როგორც განათლების სისტემის მდგრადი განვითარების და კონსტრუქციული დიალოგის საფუძველს.
დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ლ. გუმილიოვის სახელობის ევრაზიული ეროვნული უნივერსიტეტი და ქალაქ ასტანის №107 სკოლა. დელეგაცია ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ინფრასტრუქტურასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას.
კონფერენციის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ ჩართვით მიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ,, განათლების ინტერნაციონალის“ გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა.
სამდღიანი ღონისძიება, აგრეთვე, დატვირთული იყო კულტურული და შემოქმედებითი აქტივობებით.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)) დიდ მადლობას უხდის ყაზახ კოლეგებს ღია დიალოგისა და თანამშრომლობისათვის. პროფკავშირების ერთობლივ ძალისხმევას მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებაში.