მასწავლებელთა პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების ,,განათლების ინტერნაციონალის“ პრეზიდენტის მუგვენა მალულეკეს პირველი მაისისადმი მიძღვნილი მიმართვა:
„პირველ მაისს, ჩვენ აღვნიშნავთ სოლიდარობის დაუოკებელ სულისკვეთებას, სადაც დასაქმებულები ვერთიანდებით, როგორც უდიდეს მდინარედ, რომელიც უსამართლობის კლდეში კვალავს გზას.
ჩვენ ვდგავართ ერთად, როგორც გაუვალი ტყე, სადაც თითოეული ხე ღირსებასა და კოლექტიურ ძალაშია ფესვგადგმული. ჩვენი ერთიანობა არის შუქურა, რომელიც ანათებს უბედურების ქარიშხლიან ზღვაში.
ჩვენი გამძლეობით, წინააღმდეგობებითა და იმედით, ამოვბრწყინდებით, როგორც განთიადი! ვიცავთ რა დემოკრატიასა და მშრომელთა უფლებებს, ჩვენი ურყევი მტკიცე გადაწყვეტილებით გავანათებთ სამყაროს“
სოლიდარობა!