წლების განმავლობაში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა ალექსანდრე ბერიძე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ორგანიზაციის შენარჩუნება-განვითარებაში. იგი ამ თანამდებობაზე გარდაიცვალა. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად და პროექტების დასამტკიცებლად, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს რიგგარეშე მეცხრე საანგარიშო კონფერენცია ჩატარდა. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ალექსანდრე ბერიძის ნათელ ხსოვნას. Kკონფერენცია, რომელსაც 57 დელეგატიდან 54 ესწრებოდა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გახსნა. მონაწილეებმა მოისმინეს სამანდატო კომისიის მოხსენება, რომელიც გელა ლაზიშვილმა წარმოადგინა. კონფერენციის დღის წესრიგში იყო: პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს (პმთპარს) თავმჯდომარის არჩევა; პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობის დამტკიცება; პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს (პმთპარს) მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიაში ცვლილებების შეტანა; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატთა სიაში ცვლილებები; პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს (პმთპარს) წესდებაში (კონფერენციის რეგლამენტში, აღმასრულებელი კომიტეტის რეგლამენტში, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დებულებისა და საარჩევნო დებულებაში) ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
მაია კობახიძემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საქმეებზე, რასაც თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა და მეცნიერთა ინტერესების დასაცავად აკეთებს, განსაკუთრებით, აჭარის ორგანიზაცია. ითქვა, რომ ბათუმის საქალაქო, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს რაიონული ორგანიზაციები და მათი თავმჯდომარეები გულნარა ბზიკაძე, გელა ლაზიშვილი, ჯემალ ჯაფარიძე, თეიმურაზ შერვაშიძე, ლევან ნატარიძე, ემზარ დეკანაძე ყველაფერს აკეთებენ ორგანიზაციის წევრთა ინტერესების დასაცავად. ამის დასტური იყო ისიც, რომ დელეგატებმა მათ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებად დამტკიცებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. მაია კობახიძემ დელეგატებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურად თემურ მჭედლიძე წარუდგინა, სხვა კანდიდატურა არ ყოფილა. თავმჯდომარეობის კანდიდატმა დელეგატებს სამოქმედო პროგრამა გააცნო. ღია კენჭისყრით თემურ მჭედლიძე ერთხმად აირჩიეს. დელეგატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა პროექტებსაც დაუჭირეს მხარი. – კონფერენციაზე იყო აზრთა ურთიერთგაზიარება, რაც დასტურია იმისა, რომ მონაწილეებს კარგად აქვთ გათავისებული დაკისრებული მოვალეობა და ვალდებულება. აჭარის ორგანიზაცია ერთი მძლავრი ბირთვია. ჩვენ გვჯერა, რომ ახლად არჩეული ხელმძღვანელი ღირსეულად გააგრძელებს მისი წინამორბედის გზას, – თქვა მაია კობახიძემ.