მიმდინარე წლის 8-9 აპრილს, ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) მართველი კომიტეტის წევრები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განესაზღვრათ შემდგომი თვეების ღონისძიებები და დაემტკიცებინათ ოთხწლიანი მანდატის პრიორიტეტები. ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლთა მსჯელობა ფოკუსირებული იყო მასწავლებელთა პროფკავშირების მუშაობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით არასტაბილურ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში.
ETUCE-ის კომიტეტის სხდომა გახსნეს. ახლადარჩეულმა პრეზიდენმა ჯონ მაკგაბენმა და დირექტორმა იელმერ ევერსმა მათ კოლეგებს მოუწოდეს უფრო მჭიდრო მუშაობისკენ, რათა ახალი ძალისხმევით განსაზღვრონ პროფკავშირული საქმიანობა მასწავლებელთა საჭიროებებზე მთავარი ორიენტირებით. ETUCE -ის დირექტორმა იელმერ ევერმსა მკაფიოდ დასძინა: ,,ეს არის დრო ფიქრისთვის, მაგრამ ასევე მოქმედებისთვის“.
___ETUCE-ის კოლეგიური ორგანოს წერებმა ჯგუფებში ოთხ ნაწილად განიხილეს ძირითადი თემები:
როგორ მოქმედებს გლობალური დაძაბულობა და ცვალებადი პოლიტიკა განათლებაზე
როგორ შეიძლება ETUCE-ის განვითარება უკეთესი მუშაობისთვის
როგორ ვიმოქმედოთ ,,ევროკავშირის - უნარების კავშირის“ ინიციატივის საპასუხოდ
რა უნდა იქნეს გათვალისწინებული პროფკავშირების მხრიდან ,,ევროკავშირის მასწავლებელთა დღის წესრიგში“
___რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
ETUCE-ის კომიტეტის წევრებმა 2024 წლის ETUCE-ის კონფერენციისა და EI-ის ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციებს კიდევ ერთხელ გადახედეს, ყველაზე ყურადსაღები საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის რამდენიმე არსებით საკითხებზე, როგორიცაა უკეთესი სამუშაო პირობები, მასწავლებლების ავტონომიურობის მეტი აღიარება და დემოკრატიის დაცვა სკოლებში.
სამუშაო ჯგუფებში, ასევე განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ETUCE-ს უპასუხოს ევროპაში მიმდინარე ცვლილებებს - განსაკუთრებით ავტორიტარული პოლიტიკისა და სოციალურ სერვისებზე, მათ შორის განათლებაზე თავდასხმების ზრდასთან მიმართებაში.
___სამუშაო სპეციფიკის ცვლილებების დაგეგმა
კოლეგიური ორგანოს ETUCE-ის წევრებმა მსჯელობისას, მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმეს ETUCE-ის სტრუქტურულ მოწყობის ასპექტებს, განსაზღვრეს რომ შემუშავდება ახალი კონცეფცია, რომელიც წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად ETUCE -ის 2028 წლის კონფერენციაზე. ერთერთ წარმატებულ მოდელად მიიჩნევა, 2023–2024 წლებში საპოლოტე რეჟიმში შექმნილი ,,ხელოვნური ინტელექტისა და განათლების საკონსულტაციო ქსელი“, რომლის მუშაობამ აჩვენა, რომ პატარა და მოქნილი სტრუქტურა წევრებს უფრო აახლოებს სწრაფად ცვალებად თემებზე სამუშაოდ.
____სოლიდარობა წევრ ორგანიზაციებს შორის
ქემალ ირმაკმა, თურქეთის განათლების პროფკავშირის (Eğitim Sen) გენერალურმა მდივანმა, შინაპატიმრობაში ყოფნის გამო, პირადად ვერ შეძლო დასწრებოდა კომიტეტს. - მან დისტანციურად მიმართა კოლეგებს და აღნიშნა, რომ გაერთაინების სოლიდარობის გამოხატვა განსაკუთრებულად დასაფასებელია. .
___და შემდგომ
კომიტეტის სხდომა არის მომენტი, როდესაც წევრი ორგანიზაციები აფასებენ, მსჯელობენ შემდგომ ერთობლივი ნაბიჯების ჩამოყალიებებზე, ორი დღის განმავლობაში გაზიარებული იდეები არის სახელმძღვანელო, თუ როგორ წარმოადგენს ETUCE მასწავლებლებს მთელს ევროპაში - ყველა დონეზე, საკლასო ოთახიდან ევროპულ ინსტიტუტებამდე.
