,,სიტყვა ფასდება საქმით და საქმე - შედეგებით!"
საანგარიშო პერიოდში, სპმთპ აგრძელებდა დამკვიდრებულ ტრადიციებს, ურთიერთობების გაღრმავებას საერთაშორისო და უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებთან.
1. 2022 წლის ნოემბერში, ქ. თბილისის, მ. გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის დირექტორის რევაზ ჯავახიშვილის ინიციატივით, საერთაშორისო პროფკავშირული დელეგაცია ეწვია სკოლას, სადაც სწავლობდა უკრაინიდან დევნილი 500-ზე მეტი მოსწავლე, დაწყებითი კლასებიდან მე-11 კლასის ჩათვლით.
უკრაინის განათლების პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ჩაბანიუკმა სკოლაში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელა:
,,მადლობა საქართველოს სოლიდარობისა და თანადგომისათვის! ეს უნდა გავაცნოთ მსოფლიოს! საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უკრაინელი ბავშვებისა და მასწავლებლების მიმართ, საქართველოს განათლების სამინისტროს და სკოლების ადმინისტრაციის მზრუნველობა ფასდაუდებელია! აქამდე რატომ არ ვიცოდით ჩვენ, უკრაინელებმა და არ იციან მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც?!“.
2. სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე წევრია ,,ევროპის განათლების პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ETUCE) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს-კომიტეტის და საქართველოს მასწავლებლებს წარმოადგენს ევროპის დონეზე.
საანგარიშო პერიოდში მაია კობახიძემ მონაწილეობა მიიღო 5 კომიტეტის მუშაობაში. 2023 წლის 20-21 მარტს, ქ. ბრიუსელში, გამართულ კომიეტეტის სხდომაზე - ,,ევროპის მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზი და მასწავლებელთა პროფკავშირების გაძლიერების გეგმები“, შემუშავდა გზამკვლევები. ამის პარალელურად, სპმთპ-ის პრეზიდენტის, ლატვიის და უკრაინის პედაგოგთა პროფკავშირების ხელმძღვანელების მოთხოვნის შედეგად, მსოფლიოს განათლების პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის (EI) სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის მასწავლებელთა პროფკავშირისათვის წევრობის შეჩერების თაობაზე.
3. 2023 წელს, ევროპის დღეებზე სპმთპ-მა წარადგინა ორგანიზაციის საქმიანობა, მიღწეული შედეგები, საქართველოში სწავლა-სწავლების გაუმჯობესების საჭიროებები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა ინტერესების დაცვის, მათი პროფესიული განვითარების მიმართულებები და ევროპული/მსოფლიო პარტნიორობის პროექტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები;
4. 2023 წლის 11-13 ივლისს, სპმთპ-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დელეგატის სტატუსით მონაწილეობდნენ მსოფლიოს მასწავლებელთა პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის- ,,განათლების ინეტერნაციონალის“ (EI) მე-9 ონლაინ ყრილობის მუშაობაში: ,,გავზარდოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პროფკავშირები! გავხადოთ ჩვენი პროფესია მიმზიდველი! ვიცავთ დემოკრატიას!"
5. 2024 წლის 2-6 ოქტომბერს, სპმთპ-მა მონაწილეობა მიიღო ევროპის განათლების პროფკავშირების წევრი ორგანიზაციების მასწავლებელთა ევროპულ კვირეულში და ორწლიანი კამპანიის ,,გავხადოთ სწავლება მიმზიდველი“ ფარგლებში ,,ევროპის განათლების პროფკავშირების“ (ETUCE) ონლაინ კონფერენციის მუშაობაში, ,,ევროპული სოციალური დიალოგით მივაღწიოთ მეტ შედეგებს!“
6. 2023 წლის ოქტომბერში, ქ. პრაღაში გაიმართა ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების (ETUCE) მრგვალი მაგიდა - ,,განათლების პროფკავშირების როლი მასწავლებლის სტატუსის ამაღლებისა და პროფესიის მიმზიდველობისთვის''. ETUCE-ის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, სპმთპ-ის პრეზიდენტმა წარადგინა პრეზენტაცია, ,,ახალგაზრდა წევრების ხმის გაძლიერება პროფკავშირების ძლიერებისთვის!“
7. 2023 წლის 8 ნოემბერს, გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში ,,საქართველო 2023“, სადაც (მე-19 თავი) საქართველოში სოციალური პარტნიორობის მაგალითად დასახელდა სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული ,,დარგობრივი შეთანხმება“.
8. 2023 წლის 15 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, ევროპის განათლების პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანებისა (ETUCE) და დანიის სკოლამდელი განათლების პროფკავშირის (BUPL) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ,,ადრეული განათლების მნიშვნელობა, პერსონალის მოზიდვა, შენარჩუნება და დაფასება“.
ETUCE-ის ევროპულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სკოლამდელი განათლების გამოწვევები ევროპის უმეტეს ქვეყნებში იდენტურია, რაც სოციალური დიალოგით, სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში განათლების პროფკავშირების აქტიური ჩართულობით უნდა აღმოიფხვრას.
9. დანიურ - ქართული პარტნიორობა:
2023 წლის 12-17 აპრილს, საქართველოში იმყოფებოდა ქ. კოპენჰაგენის UNESCO-ს მიერ სერტიფიცირებული გიმნაზიის - ,,Gammel Hellerup Gymnasium“ დამამთავრებელი კლასის 28 მოსწავლე და ორი მასწავლებელი.
სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ბარისაშვილის შუამდგომლობით, 13 აპრილს, დანიელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ქ. თბილისის N:169 საჯაროს სკოლამ უმასპინძლა;
10. 2024 წლის 10 მარტს, დანიურ-ქართული პროექტის მონაწილის, მენტორი მასწავლებლის მაია წიქორიძის ინიციატივით, დანიელი ექსპერტ-მასწავლებლები და დანიის განათლების პროფკავშირის წარმომადგენლები ქ. ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლას ესტუმრნენ;
დანიურ-ქართული პროექტის კოორდინატორებისა და პროექტში მონაწილე მასწავლებლების ორგანიზებით ჩატარდა 3 ეროვნული და ერთი საერთაშორისო კონფერენცია:
11. 2023 წლის 1 ივლისს - ,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე მასწავლებელმა და პრეზენტაციებით წარსდგა 12 მასწავლებელი;
12. ქ. თბილისის N:215 საჯარო სკოლის დირექტორის თამილა თამაზაშვილის ინიციატივიტა და სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის, ესგ-სა და ავტორიზაციის ექსპერტის, მენტორი მასწავლებლის დანიურ-ქართული პროექტის კოორდინატორის ეკა ჭელიძის ორგანიზებით გაიმართა 2 ეროვნული კონფერენცია -,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში”, თბილისის N215 სკოლის ბაზაზე და დედოფლისწყაროში;
13. 2024 წლის 9 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,დანიის საუკეთესო პრაქტიკა ქართულ სკოლებში მომავალი წარმატებისათვის”, რომელშიც მონაწილეობა - მიიღო 8 დანიელმა ექსპერტმა-მასწავლებელმა და საქართველოს ყველა რეგიონის 400-მა მასწავლებელმა. 15-მა ქართველმა მასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაცია:
14. 2024 წლის ივლისში, ქ. ბუენოს-აირესში, სპმთპ-ის 6-კაციანი დელეგაცია (4 მოქმედი მასწავლებელი) წარმოდგენილი იყო განათლების პროფკავშირების მსოფლიო ორგანიზაციის - ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) X მსოფლიო ყრილობაზე - ,,მეტი დაფინანსება და საზოგადოების მეტი მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიას“! ყრილობაზე მიღებული იქნა დადგენილება: ,,ვაძლიერებთ ჩვენს პროფკავშირებს, გავხადოთ ჩვენი პროფესია მიმზიდველი, ვიცავთ დემოკრატიას!"
15. ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) 2024 წლის კონფერენციაზე, ,,ვიბრძვით სოციალური ევროპის საჯარო განათლების მომავლისთვის!" ქ. ბუდვაში, სპმთპ-ის 5-კაციან დელეგაციაში იყო 3 მოქმედი მასწავლებელი;
16. პოლონეთის ქ. კრაკოვში ჰოლოკოსტის 80 წლის აღსანიშნავ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის და ევროპის 20 ქვეყნის განათლების პროფკავშირების წარმომადგენლებმა, სპმთპ-ის პრეზიდენტმა წარადგინა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების და ჰოლოკოსტის პერიოდში ებრაელი ხალხის გადასარჩენად ქართველთა თავგინწირვის ისტორიული ფაქტები.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, მასწავლებლების და განათლების პროფკავშირების მნიშვნელობა პოლარიზებულ სამყაროში მშვიდობიანი მომავლის განსაზღვრისათვის, რისთვისაც საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს ისტორიის სწავლებას სკოლებში, ,,მეხსიერება გადადის მესამე თაობაში და შემდეგ ქრება, გავუფრთხილდეთ ისტორიას“;
17. 2025 წლის იანვრიდან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ევროპის პროფკავშირის განათლების კომიტეტთან (ETUCE) და დანიის, ფინეთის, პორტუგალიის, ირლანდიის მასწავლებელთა პროფკავშირებთან ერთად ჩართულია ევროკომისიის პროექტში ,,ხელოვნული ინტელექტის ბალანსირება განათლებაში", რაც კიდევ ერთხელ, ადასტურებს სპმთპ-ის ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე;
18. 2022 წლის დეკემბერში ევროკომისიის ორგანიზებულ შეხვედრაზე სპმთპ-ის პრეზიდენტმა წარადგინა მოხსენება ,,ახალგაზრდების დასაქმება საქართველოში“;
19. 2024 წლის 24 ოქტომბერს, სპმთპ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის ორგანიზებულ მაღალი დონის ფორუმში;
20. 2025 წლის მაისში ევროკომისიის ,,ეკონომიკისა და სოციალური განვითარების კომისიის“ სხდომაზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე სპმთპ-ის პრეზიდენტმა წარადგინა ინფორმაცია საქართველოში სოციალური პარტნიორობის მდგომარეობისა და მისი შედეგების შესახებ, ,,სოციალური პარტნიორობის და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროკავშირის გაფართოების ტრანზიციის ხელშეწყობისათვის!“
21. 2024 წლის ივლისში, ქ ჰიუსტონში, ჩატარდა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) ყრილობა - ,,რეალური გადაწყვეტილებები უკეთესო ცხოვრებისთვის“. სპმთპ-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი წარმოდგენილი იყვნენ საერთაშორისო დელეგაციაში, მსოფლიოს 22 ქვეყნის (ევროპის 10 ქვეყნის) 33 განათლების პროფკავშირის ლიდერთან ერთად.
საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალურ შეხვედრაზე მაია კობახიძემ, ამერიკის მასწავლებელთა პროფკავშირისა და სპმთპ-ის 20-წლიანი ეფექტური პარტნიორობისა და მეგობრობისათვის, მადლობა გადაუხადა AFT-ს პრეზიდენტს რენდი ვაირგარტნერს და სრულ შემადგენლობას.
,,ჩვენი პარტნიორობის 20 წლის განმავლობაში ვმონაწილეობდით ოთხ საერთაშორისო პროექტში, გადავამზადეთ სამოქალაქო განათლების 2000-მდე მასწავლებელი. პროექტების ფარგლებში, 3-ეტაპად, 9 მასწავლებელი გავგზავნეთ აშშ-ში სტაჟირებაზე, სპმთპ-ის კრიზისა და დევნის პერიოდში, 2010-2012 წლებში, AFT-ის მხრიდან მივიღეთ უპრეცედენტო დახმარება. ქართველი მასწავლებლებისათვის პროფესიული დახმარების პარალელურად, AFT-ის უკვე მე- 8 ყრილობაა ვართ საერთაშორისო სტუმრის სტატუსით. გამოვხატავთ მადლიერებას თქვენი თანადგომისათვის!”- განაცხადა შეხვედრაზე მაია კობახიძემ;
22. 2025 წლის მაისში, სპმთპ-ის წარმომადგენლობა მონაწილეობდა ყაზახეთის პედაგოგთა პროფკავშირის საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო ყრილობის მუშაობაში, სადაც დაისახა კონკრეტული გეგმები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე: - ,,ალბათ დამეთანხმებით, საქართველოს მასწავლებლების წარმომადგენლობითობა ევროპის და მსოფლიოს ავტორიტეტულ ორგანიზაციებში, მაღალი რანგის პროფკავშირულ ღონისძიებებზე სპმთპ-თვის დელეგატთა ზემოაღნიშნული რაოდენობის ქვოტის გამოყოფა, სპმთპ-ის პრეზიდენტის მონაწილეობა ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების გაერთიანების გადაწყვეტილების მიმღებ კოლეგიურ ორგანოში და ევროკომისიის მაღალი დონის ფორუმებში, ადასტურებს სპმთპ-ის აღიარებასა და ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე. პრაქტიკაში დავნერგეთ საერთაშორისო ორგანიზაციის ღონისძიებებზე პროფკავშირული აქტივის ჩართვა. რაც უფრო მეტი პედაგოგი/აქტიური წევრი/ლიდერი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო პროფკავშირულ ფორუმებში და გაეცნობა წარმატებულ გამოცდილებებს, მით უფრო გავძლიერდებით!“