,,სიტყვა ფასდება საქმით და საქმე - შედეგებით!"
2023 წლის თებერვალში შეიქმნა ,,სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო“, რომელსაც ხელმძღვანელობს ესგ-ის და ავტორიზაციის ექსპერტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი.
სათათბირო ახალი სტრუქტურის და მისი წევრების ფუნქცია-მოვალეობების დებულება დამტკიცებულია სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ და ჩატარებულია 4 ორ-დღიანი შეხვედრა.
საანგარიშო პერიოდში, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ განხორციელდა:
1. 56 ათსაათიანი ტრენინგი სპმთპ-ის საწირის პროფესიული განვითარების ცენტრში, თემაზე,
,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი, საფეხურის შედეგების გაზომვა, მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებები და საჭიროებები“,
2. პორტფოლიოს წარმოებისა და სრულყოფისათვის 60-ზე მეტი ტრენინგი;
3. 20-საათიანი ტრენინგი, ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტები, საფეხურის შედეგების გაზომვა, მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებები და საჭიროებები“, რომელსაც დაესწრო 10 ათასამდე მსმენელი საქართველოს 60-მდე რაიონული ორგანიზაციიდან;
4. 46 პროფესიული განვითარების 120-საათიანი ონლაინ-ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდა 3000-მდე მასწავლებელი;
5. 50-საათიანი საგამოცდო ტრენინგები სპეცმასწავლებლებისთვის _ 300 მსმენელი;
6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის ტრენინგი _ 200 მსმენელი;
7. 30-საათიანი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო-საკომპეტენციო ტრენინგი _ 300 მსმენელი;
8. ანალიტიკური წერის 10-საათიანი ტრენინგი _ 300 მსმენელი;
9. 4-დღიანი ტრენინგები დირექტორობის მსურველთათვის და სხვა ინდივიდუალური დახმარება/კონსულტაციები;
10. სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” 4 ორდღიანი სემინარი.
პროფესიულ ვალდებულებებთან ერთად, პროფკავშირული სოლიდარობის გამოხატულების ნათელი მაგალითია გამოცდილების გაზიარება და ამ მიზნით ჩატარებული კონფერენციები. როლანდ ხოჯანაშვილის ინიციატივითა და მენტორინგით ჩატარდა:
1. 4 ეროვნული კონფერენცია, აქედან 2-ონლაინ და 2 რეგიონული კონფერენცია, თემაზე „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება“;
2. 12 რაიონული კონფერენცია უსტატუსო მასწავლებლების მხარდაჭერისთვის, აქედან 1-ონლაინ.
კოლოსალური მუსაობის შედეგად ათასობით მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი. კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებასთან ერთად, გაიზარდა წევრების მოტივაცია და აქტიურად ჩაერთნენ პროფკავშირულ საქმიანობაში