,,სიტყვა ფასდება საქმით და საქმე - შედეგებით!
საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი უძღვებოდა 31 სასამართლო პროცესს რაიონულ/საქალაქო/სააპელაციო/უზენაეს სასამართლოებში, სადაც განხილული იქნა 40 დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნა და დასრულდა წარმატებით:
1. 12 მასწავლებლის სასამართლო პროცესი, მათ შორის, აღსანიშნავია მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურების საგამოცდო ტესტებში არსებული ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლო დავები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ მასწავლებელს დაემატა კრედიტ-ქულები და მათ აიმაღლეს სტატუსი;
2. ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის გიორგი კაკაბაძის მიერ 3 მასწავლებლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო სამივე ინსტანციის სასამართლომ და სკოლას დაეკისრა სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება, ჯამში, 120 000 (ასოცი ათას) ლარის ოდენობით;
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 21 აღმზრდელის თანაშემწის გათავისუფლება უკანონოდ ცნო ყველა ინსტანციის სასამართლომ და სავალდებულო განაცდურმა შეადგინა, ჯამში, 200 000-მდე (ორასი ათასი) ლარი;
4. 2 მასწავლებლის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მასწავლებელთა სასარგებლოდ;
5. სპმთპ-ის იურისტები წარმოადგენდნენ წევრთა ინტერესებს 19 სკოლის სადისციპლინო სხდომებზე, აქედან ორი საქმე დარჩა არასამართლიანი გადაწყვეტილებებით დისციპლინური კომიტეტის სხდომებზე, რაც გამოწვეული იყო სუბიექტური გარემოებებით;
6. სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოსაშვილის აქტიური ჩართულობის შედეგად ფოთის სასამართლოში მხარეთა მორიგებით დასრულდა 5 წლიანი დავა;
7. მასწავლებლის დეკტერული და ზაფხულის შვებულებების დამთხვევის შემთხვევაში, ორივე შვებულების ანაზღაურების გაცემის თაობაზე რამდენიმე სკოლაში შეიქმნა პრობლემა. სპმთპ-მა წერილობით მიმართა ,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ სამინისტროს. სამინისტროს წერილობითმა განმარტებამ მასწავლებელთა სასარგებლოდ მოაწესრიგა ეს საკითხიც.
სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოსაშვილის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ახოლციელებს სამართლებრივ კონსულტაციებს და წევრთა ინტერესების დაცვას სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეებზე, ისეთ თემეტიკაზე, როგორიცაა: დისციპლინური სახდელების, ბიულეტენის, დეკრეტული შებულების, არაანაზღაურებადი შვებულების, საგაკვეთილო საათების საკითხები და ა.შ. მიუხედავდ იმისა, რომ სამართლებრივად ნაკლები შესაძლებლობა აქვს პროფკავშირს ჩაერიოს მასწავლებლებს შორის საათების განაწილების პროცესში, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და სპმთპ-ის იურისტების ჩართულობით მასწავლებლებისთვის უსამართლოდ განაწილებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა მეტნაკლებად სამართლიანად გადანაწილდა