2025 წლის 25-26-ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საწირის ბაზაზე ჩატარდა კონფერენცია _ „ არაფორმალური განათლება _ ჩემი წარმატებული პრაქტიკა“.
კონფერენციის ორგანიზატორები:
ხათუნა ბერაძე- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
ნანა ლომაია- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
ზაზა შულაია- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
კონფერენციას ესწრებოდნენ:
მაია კობახიძე _ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი;
როლანდ ხოჯანაშვილი _ სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ესგ-ის ექსპერტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი;
მარიამ ჩაჩანიძე _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, საქართველოს ბიზნესის აკადემიის სტუდენტი (სკოლამდელი განათლება), სერტიფიცირებული ტრენერი, პროექტის ხელმძღვანელი.
კონფერენცია გახსნა ქალბატონმა მაია კობახიძემ. იგი პედაგოგებს ესაუბრა პროფკავშირის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე; მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს აქტიური წევრობისათვის და აღუთქვა მუდმივი მხარდაჭერა.
ბატონმა როლანდ ხოჯანაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად დიდი როლი აქვს პროფესიონალ პედაგოგებს როგორც პროფკავშირის, ასევე სისტემისა და ერთმანეთის გაძლიერებაში. მან დადებითად შეაფასა კონფერენციაში მონაწილე მასწავლებელთა ორწლიანი საქმიანობა არაფორმალური განათლების მიმართულებით.
კონფერენციაზე მოხსენება წარმოადგინეს პედაგოგებმა:
1. ხათუნა ბერაძე-კონფერენციის ორგანიზატორი და მომხსენებელი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მოხსენება თემაზე: პროექტის ,,მე და ლიტერატურა“ ერთი წარმატებული აქტივობა;
2. ნანა ლომაია-კონფერენციის ორგანიზატორი და მომხსენებელი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურისსაჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მოხსენება თემაზე: პროექტული სწავლება _ გზა წარმატებისკენ;
3. რიმა კუპრეიშვილი- სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; მოხსენება თემაზე: ჩემი წარმატებული პრაქტიკა (მედიაწიგნიერება);
4. ნანა კუჭუხიძე-ქ. რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მოხსენება თემაზე: რესურსი _ ჟარგონი ქართულ ენაში;
5. ბელა პაპავა-მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მოხსენება თემაზე: ჩემი წარმატებული პრაქტიკის გაზიარება;
6. მაია გოგბერაშვილი-თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მოხსენება თემაზე: პრ0ექტული სწავლება ჩემს პრაქტიკაში;
7. მარინა ჯღარკავა-ქ. ხობის 1-ელი საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი; მოხსენება თემაზე: არაფორმალური განათლება ანუ 56 წუთი სცენაზე.
კონფერენციის დასასრულს, მარიამ ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ პროექტებზე მუშაობის პროცესი საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური იყო. მან მადლობა გადაუხადა პროექტების მხარდამჭერებს: სპმთპ-ს, „ახალ განათლებასა“ და ბატონ როლანდ ხოჯანაშვილს.
პროექტის ორგანიზატორების სახელით აღვნიშნავთ, რომ არაფორმალური განათლების სფეროს გასაძლიერებლად კვლავ ვაგრძელებთ ახალ პროექტებზე მუშაობას პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ქალბატონი მაია კობახიძის თანადგომითა და ბატონი როლანდ ხოჯანაშვილის მხარდაჭერით.