2025 წლის 22–24 ივლისს ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) ევროპის რეგიონული დირექტორი, ელმერ ევერსი, საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო ETUCE-ის სოლიდარობის კვლავ ხაზგასმა მისი წევრი ორგანიზაციის — საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ/ESFTUG) — მიმართ და ქვეყნის დემოკრატიულ ევროპულ გზაზე, ასევე მასწავლებლებისა და პროფკავშირების როლის გაძლიერების მხარდაჭერის დადასტურება.
🟩 სპმთპ-სთან გამართული შეხვედრებისას, ETUCE-ის რეგიონული დირექტორი ელმერ ევერსი გაეცნო პროფკავშირის საქმიანობას სოციალურ დიალოგში ჩართულობის, საკანონმდებლო ადვოკატირებისა და მასწავლებელთა უფლებების სამართლებრივი დაცვის კუთხით მიღწეულ შედეგებს. მან განსაკუთრებული მოწონებით შეაფასა სპმთპ-ის ძალისხმევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში და მაღალი შეფასება მისცა პროფკავშირის მიერ ინიცირებულ ინოვაციურ ფორმატს – „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“, რომელიც, როგორც აღნიშნა, „ამყარებს მასწავლებელთა ხმას მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების პროცესში“
🔹ელმერ ევერსი ასევე შეხვდა სპმთპ-ის ადგილობრივ ლიდერს, რომელიც პროფკავშირული საქმიანობის გამო უკანონოდ გაათავისუფლეს. შეხვედრისას ადგილობრივმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ,,ETUCE-ის აქტიურ ჩართულობასა და ძალისხმევას, რომლის შედეგადაც აღდგა როგორც სპმთპ-ის ლიდერის, ასევე ამავე სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის უფლებები“.
🔹23 ივლისს ელმერ ევერსი თბილისში შეუერთდა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) დელეგაციას, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ევროკავშირის ელჩთან.
ევროპულმა პროფკავშირულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, უზრუნველყოს, რომ „სოციალური დიალოგი და პროფკავშირების როლი გათვალისწინებული იყოს საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე“. ETUC-ის წარმომადგენლებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ,,უცხოური გავლენის შესახებ კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე.
🟩სპმთპ-მა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავის როლზე ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) გაფართოების კანდიდატი წევრების ინიციატივაში. სპმთპ-მა განაცხადა: ,,ჩვენი ჩართულობა ეფუძნება იმ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ჩვენ განვავითარეთ წლების განმავლობაში და რომელიც სულ უფრო ხშირად აღსაშნიშნავია რეგიონში როგორც ეფექტიანი სოციალური პარტნიორობის წარმატებული მოდელი.“
🔹ვიზიტის დასასრულს, ელმერ ევერსმა მაღალი შეფასება მისცა სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს, როგორც „არა მხოლოდ საქართველოს განათლების პროფკავშირების გამორჩეულ ლიდერს, არამედ პირველ ქალს, რომელიც 2018 წელს დასახელდა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალ ლიდერად“.
🔹 მან მოუწოდა ETUCE-ის ყველა წევრ ორგანიზაციას, „გამოხატონ სრული სოლიდარობა საქართველოსადმი ევროინტეგრაციის გზაზე“ .
ℹ️ https://www.csee-etuce.org/en/news/etuce/5673-etuce-strengthens-solidarity-with-georgia-s-teachers-and-trade-union-movement?fbclid=IwY2xjawL1RTtleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFybGlrRVBUaHZQOUhQbVk5AR4V9_Lj2NHS7T030zou5dFiVIt-kxtU_dV0p5C_lo9y3KF_wdINPkprUBUYCw_aem_ig4e2qqvFH6VYEcbz0TC0w