ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, უპირველეს ყოვლისა, პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით. სიხარულთან ერთად, ახალ სასწავლო წელს მოაქვს ახალ-ახალი სირთულეები, მიღწევები და რაც მთავარია, საფუძვლიანი განათლების მიღების ვალდებულება. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ცოდნის შეძენის შესაძლებლობები! გისურვებთ წარმატებებს!
ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ მასწავლებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაცია-ტექნიკურ პერსონალს, სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულებს.
ყოველი ახალი აკადემიური წლის დასაწყისი აღიქმება ახალი ცხოვრების დაწყებად. ახალი ეტაპი ნიშნავს ახალ გამოწვევებს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით და იმედს - მომავალი წარმატებებისათვის.
დარწმუნებული ვართ, პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის განცდით თავს არ დაზოგავთ დასახული ამოცანების შესასრულებლად! ჩვენ, ყველა ერთად, პროფესიონალიზმით, ერთობითა და სოლიდარობით შევძლევთ განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე, ღირსეული, პატრიოტი თაობების აღზრდას!
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თქვენს გვერდით ვართ, უფლებების დაცვისა და პროფესიული მხარდაჭერისათვის!
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!