ევროპის განათლების პროფკავშირების გაერთიანების დირექტორი (ETUCE) იელმერ ევერსი - ,,საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირი, სპმთპ, არის მაგალითი მასწავლებელთა საუკეთესო ორგანიზების და ამის პარალელურად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებით უზრუნველყოფის. ის წინ არის ამ მიმართლებებით. გამომდინარე აქედან, სპმთპ-ის რესურსებისა და გამოცდილების გაზიარება მნიშნველოვანი და შესაძლებელია ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირებისათვის.
სპმთპ-ის საქმიანობა წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ხელს უწყობს მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას პროფესიულ საჭიროებებზე მსჯელობისა და წინადადებების შემუშავების პროცესში.
ბევრ ქვეყანაში, პროფკავშირები საქმიანობას წარმართავენ ხელისუფლებასთან, მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ სუსტია ან არ მიმდინარეობს პროფკავშირების მუშაობა პირისპირ მასწავლებლებთან.
საქართველოს რეალობა ასეთია, სპმთპ-ის ორი მიმართლება - მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერა და მასწავლებლებთან ინტენსური შეხვედრები, ხელს უწყობს, სოციალურ დიალოგში პროფკავშირის კომპეტენტურ და ეფექტურ ჩართულობას. სპმთპ-მა მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერით შეძლო თავისი საქმიანობის გაძლიერება.
აუცილებელია, ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირებმა თავიანთი საქმიანობა გააცნონ მასწავლებლებს. თუ არ ვუზრუნველყოფთ მასწავლებელთა ინტენსიურ ინფორმირებას მათთან პირისპირ შეხვედრებით, მაშინ ჩვენ დავკარგავთ წევრებს. პირადი გამოცდილებით აღვნიშნავ, რომ განათლების პროფკავშირებმა უნდა შევძლოთ პროფკავშირული და მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის, ორივე თანაბარი მიმართულებით, საქმიანობის წარმართვა.”
ქ. კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციას ,,ევროპული კონფერენცია: ხელოვნური ინტელექტი და განათლება, პროფკავშირების სტრატეგიების ადვოკატირებისა და კოლექტიური მოლაპარაკებებისათვის” ესწრებოდა ევროპის 20 ქვეყნის განათლების პროფკავშირების 66 წარმომადგენელი.