2016 წლის 9 იანვარს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის წევრთა დაკვეთით ტრენინგი ჩატარდა „კითხვა-წერის სწავლებაში“. # 11-ე საჯარო სკოლაში ტრენინგი მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით სასერთიფიკატო გამოცდებისათვის მომზადების მიზნით თამარ მახარაძემ ჩაატარა.
სემინარს 52 პედაგოგი დაესწრო: ნაძალადევის რაიონიდან 25; გლდანიდან 10; ისნიდან 6; საბურთალოდან 4; დუშეთის რაიონიდან 6, ხარაგაულიდან კი ერთი პედაგოგი.