2015 წლის  7 დეკემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მხარდაჭერით, თელავის #9 საჯარო სკოლამ მწერალ დათო ტურაშვილს უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ციცი ხაზიური იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები და თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები.