სმთპ-ის ბოლნისის რაიონულმა ორგანიზაციამ სპმთპ-ის ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით 2016 წლის 7 თებერვალს ორგანიზაციის წევრი პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. ტრენინგს 26 პროფ.წევრი დაესწრო. სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერს, ბატონ დავით ლიპარტელიანს მაღალკვალიფიციური ტრენინგის ჩატარებისთვის.