ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ცენტრის საბავშვო ბაღებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად პატრიოტული სულისკვეთებისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება დაისახეს მიზნად.
მ/წლის 31 მარტს დარჩელის საბავშვო ბაღის პედაგოგებმა და აღმზრდელებმა გვირგვინით შეამკეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ძეგლი.
სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ცირა გულუამ ,,წარმატებული მუშაობისათვის''დარჩელის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი ლელა ქარდავა და აღმზრდელის თანაშემწე-მარეხი მიქავა სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.