სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს მიულოცა ახალი საბავშვო ბაღის გახსნა და მათ საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი გადასცა.
11 აპრილს ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N13 საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ბაღს მერიის უშუალო მხარდაჭერითა და ძალისხმევით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა ყველა ოთახი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ბაღის ეზო შემოიღობა და მოეწყო დეკორატიული ნარგავებით.