საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგიური განათლების რეფორმის განხორციელება დაიწყო. რეფორმა ორეტაპიანია - საშუალო და გრძელვადიანი. საშუალოვადიან პერიოდში კადრების თანამედროვე მეთოდოლოგიით მომზადებამოხდება. კერძოდ, სექტებრიდან ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი), რითაც უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც პედაგოგობის სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა გაიაროს შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამა და გახდეს მასწავლებელი. შეხვედრას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ქალბატონი მაია კობახიძის განცხადებით - „ახალგაზრდა კადრების მომზადება და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესვლა უნდა მოხდეს ობიექტური პრინციპების დაცვით. მოქმედი პედაგოგების ხელშეწყობა და გადამზადება ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.