საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას აგრძელებს. 
მ. წ. 29-30 ივნისს სპმთპ-ის მცხეთის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით მცხეთის რაიონის N2 საჯარო სკოლაში ჩაატარა საგნობრივი ტრენინგები ქართულსა (ტრენერი მაია ლორთქიფანიძე) და ბუნებაში ( ტრენერი - თამარ ჩხიკვაძე) ტრენინგს საერთო ჯამში 30-მდე პროფ.წევრი დაესწრო.