მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყი რეაბილიტირებულ საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრო. ქალბატონმა ინეზა ელისაშვილმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სახელი ბაგა-ბაღის მენეჯერსა და აღმზრდელებს საჩუქრად მეთოდოლოგიური ლიტერატურა გადასცა.

აღსანიშნავია რომ 2016-17 სასწავლო წლისთვის სოფელ ვაყის საბავშვო ბაღი სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო. აღსაზრდელებს, მათ მშობლებს, აღმზრდელებსა და ყველა თანამშრომლეს კომფორტული სასწავლო გარემო დახვდათ