განათლებისა და დასაქმების სფეროებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2016 წლის 2 დეკემბერს. შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული უნარების მქონე პირთა დასაქმების პოლიტიკის შემუშავება და ამ პროცესში პარტნიორთა აუცილებელი ჩართულობა იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ და სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარინა ალუღიშვილმა.