საზოგადოების მდგრად განვითარებაში მასწავლებლებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ისინი ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს უზრუნველყოფენ იმ ცოდნითა და უნარებით, რაც მათ სჭირდებათ ცხოვრებაში რეალიზებასა და პოტენციალის გამოვლენაში.


თუმცა მსოფლიოს ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში, მასწავლებლები კვლავ ვერ სარგებლობენ თავისუფლებებითა და ავტონომიურობით, იმისათვის რომ განახორციელონ მასწავლებლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა. გამომდინარე აქედან, ვიზიარებთ რა უფლებებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი პედაგოგების ღირებულების აუცილებლობას და ვიღწვით, რათა აღმოიფხვრას ის გამოწვევები, რასაც პედაგოგები აწყდებიან ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, 2017 წლის მასწავლებელთა მსოფილო დღის თემაა - ,,მასწავლებელთა თავისუფლება, მათი უფლებების დაცვისა და შესაძლებლობების გაძლიერებისათვის”.

ამ წელს აღინიშნება UNESCO-ს 1997 წლის ,,უმაღლესი განათლების პერსონალის სტატუსის შესახებ” რეკომენდიციის მიღებიდან 20 წლის იუბილე, რაც ,,მასწავლებლის სტატუსის შესახებ” UNESCO/ILO-ს 1966 წლის რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილია. ეს ორი რეკომენდაცია ქმნის მასწავლებლებისა და განათლების სფეროში მოღვაწეთა უფლებებისა და პასუხისმგებლობების ჩარჩო დოკუმენტს. აღნიშნული ინსტრუმენტები ხაზგასმით განსაზღვრავს მასწავლებლისთვის ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების აუცილებლობას.

მასწავლებლისთვის ყველა საჭირო შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მათი მაღალი ხარისხის ტრენინგებითა და მუდმივი პროფესიული განვითარებით უზრუნველყოფაა, არამედ მათთვის პროფესიული ავტონომიურობის მინიჭებაცა, რათა მათ, სასწავლო პროგრამის ორგანიზებისა და განვითარების პროცესში, მიიღონ საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და იმისთვის, რომ თავად შეარჩიონ ინკლუზიური და სათანდო განათლების უზრუნველსაყოფად შესაფერისი მეთოდები და ეფექტური მიდგომები, მათ შორის შექმნილი უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო, პოლიტიკური ცვლილების, არასტაბილურობისა და კონფლიქტების მიუხედავად.

ბევრ ქვეყანაში, აკადემიური თავისუფლება და მასწავლებლის ავტონომიურობა არასაკმარისადაა უზრუნველყოფილი. მაგალითისთვის, დაწყებით და საშუალო სკოლების დონეებზე, ზოგიერთ ქვეყანაში, მკაცრად გაწერილი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები სკოლებს აქცევს სტანდარტიზირებული ტესტების შედეგებზე დამოკიდებულად, ნაცვლად მოსწავლეების საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამების უზრუნველყოფისა. მასწავლებლები იძულებულნი არიან, ,,ასწავლონ ტესტებისთვის”, ნაცვლად იმისა, რომ ავტონომიურობის მექანიზმით გამოავლინონ ინდივიდუალური მოსწავლის უნარები.

სწავლების აკადემიური თავისუფლება მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, განათლების ყველა დონეზე, თუმცა, აკადემიური თავისუფლება განსაკუთრებით გადამწყვეტია უმაღლესი განათლების

სფეროს პედაგოგებისათვის, იმისათვის, რომ ინოვაციური მეთოდებით აღმოაჩინონ და აწარმოონ საჭიროებებზე დაფუძნებული, თანამედროვე კვლევები. უმაღლეს დაწესებულებში, პედაგოგების უმრავლესობა ვადიანი ხელშეკრულების პირობითაა დასაქმებული და დამოკიდებული არიან კონტიგენტზე.

ძირითად შემთხვევაში იქმნება არასაკმარისად უსაფრთხო გარემო, შეზღუდული კარირეული წინსვალის პერსპექტივები, გადაჭარბებული სამუშაო დატვირთვა და დაბალი ანაზღურება, რაც ერთიანობაში ზღუდავს პედაგოგთა აკადემიურ თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.

განათლების ყველა დონეზე, პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესები უქმნიან პედაგოგებს ბარიერს, ასწავლონ თავისუფლად. მასწავლებლებს, ვისაც ცხოვრება და მუშაობა უწევთ ისეთ ქვეყნებსა და საზოგადოებაში, სადაც პოსტკონფლიქტური და არასტაბილური გარემოა, ხშირად ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა ტოლერანტობის ნაკლებობა, დისკრიმინაციის ფაქტები, კვლევისა და სწავლების პროცესში დაწესებული შეზღუდვები.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ერთიანია მდგრადი განვითარების ამოცანების შესასრულებლად, მდგრადი განვითარების მე-4 ამოცანის თანახმად, ყველა ბავშვი, ახალგაზრდა და ზრდასრული, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხარისხიანი განათლებითა და სწავლების შესაძლებლობით, მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რომ დავიცვათ და უზრუნველვყოთ მასწავლებლების აკადემიური თავისუფლება, იმისთვის, რომ პედაგოგები შესაბამისი რესურსებითა და მხარდაჭერთ იყვნენ უზრუნველყოფილნი.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავრობასა და პარტნიორს საგანმათლებლო სექტორში, შევასრულოთ ვალდებულებები, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის, კვალიფიკაციისა და უნარების, ღირებულებებზე დამკვიდრებული განათლების სისტემა, იმ დასაქმებულთათვის, ვინც ქმნის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ყველასთვის.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ღირსეული სამუშაო პიროებები და ღირსეული ანაზღურება ყველა მასწავლებლისთვის, მათ შორის, უმაღლეს განათლებაში. მასწავლებლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ტრენინგებითა და პროფესიული განვითარების კვალიფიციური პროგრამებით, უნდა გაიზარდოს კვალიფიციური მასწავლებლების რიცხვი ქვეყნის საჭიროებების მიხედვით, ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს სწავლებისა და კვლევისათვის საჭირო შეზღუდვების თავიდან აცილება. უნდა ამაღლდეს მასწავლებლის სტატუსი საზოგადოებაში, რადგან მათი გავლენა დამოკიდებულია საზოგადოების მდგრად განვითარებასა და გაძლიერებაზე.

შემოგვიერთდით მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, რათა მასწავლებლებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, თავისუფლება და უფლება, რაც თავისთავად პირდაპირ კავშირშია თავისუფალ გარემოში სწავლებასთან, რაც ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია.

UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ირინა ბოკოვა

ILO-ს გენერალური დირექტორი, გაი რაიდერი

UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონი ლეიკი

UNDP-ის ადმინისტრატორი, აშიმ შტაინერი,

EI-ის გენერალური მდივანი, ფრედ ვან ლოუვენი