პროფესიული დღესასწაული საზეიმოდ აღნიშნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციამაც. სახელმწიფო თეატრში  გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების „ ადამიანთა სევდა“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის      პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორიც თამარ ხიზანაშვილია. შეკრებილ პედაგოგებს სიტყვით      მიმართეს სპმთპ-ს ვიცე პრეზიდენტებმა. ღონისძიებას რუსთავის რესურს ცენტრის    ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდა. ამ დღის აღსანიშნავად პროფკაშირის საქალაქო  ორგანიზაციამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და პროფკავშირულ  ლიდერებს.