მიმდინარე წლის 24-25 ნოემბერს, სპმთპ-ს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებითა და დაფინანსებით, "საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა" მორიგი ტრენინგი ჩაატარა რაიონის ბაგა-ბაღების 85 პედაგოგისთვის.
საგნობრივი ტრენინგის -„ზოგად უნარების განვითარება“ - მიზანია ხელი შეუწყოს სპმთპ-ის წევრ-პედაგოგებს კარიერულ ზრდაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში.
ტრენინგს უძღვებოდა "საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი, ტრენერი, მარინა მკალავიშვილი.
ტრენინგის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ს და სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორს, კესო ოსიშვილს ასეთი საინტერესო, ნაყოფიერი, საჭირო, კარგად ორგანიზებული ტრენინგისთვის.