მოგიწოდებთ, თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გვაცნობოთ. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, პირადი განცხადების დაწერისაგან და სხვა სახის ხელისმოწერისაგან, დაწესებულების რეორგანიზაცია- ავტორიზაციის მოტივით, კადრების მოსალოდნელ ოპტამიზაციასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ წერილებსა და გაფრთხილებებზე თქვენი ხელმოწერის შემთხვევაში, სპმთპ-ს არ ექნება შესაძლებლობა დაიცვას თქვენი ინტერესები სამართლებრივი გზით.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს ეგზავნებათ ოფიციალური წერილები, მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ან მოსალოდნელი ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისა და აქედან გამომდინარე - „შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ.“ უფრო მეტიც, დასაქმებულებისგან მოითხოვენ, ხელის მოწერით დაადასტურონ თავიანთი თანხმობა.
გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი შინაარსის შეტყობინებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და არის უკანონო.
ჩვენ ხელთ არსებული დადასტურებული ფაქტებით, რიგ მუნიციპალიტეტებს დაგეგმილი აქვთ საბავშვო ბაგა-ბაღებიდან დასაქმებულთა გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება ახალი კადრებით. სპმთპ მუშაობს ამ პრობლემაზე.