2018 წლის 19-20 თებერვალს, ბრიუსელში, სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარი ალუღიშვილმა ETUCE-ის თანასწორობის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილება.
ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა იმსჯელეს გენდერული თანასწორობის, ინკლუზიური განათლების სტრატეგიებსა და რეკომენდაციებზე, სპეციალური საჭირობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და შესაფერისი განათლების მიღების მნიშვნელობაზე, სწრაფად ცვალებადი სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე, მათ შორის მიგრაციის, ინტეგრაციის საკითხებზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებზე.
,,გამომდინარე იქედან რომ განათლება ერთადერთი ფუნდამენტალური ფაქტორია თანასწორობის შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ კომიტეტში აქტიური ჩართულობა. ასევე, ქვეყნების დონეზე კონკრეტულ ქმედებებზე დაფუძნებული მდგრადი და შესაბამისი სტრატეგიების განვითარება”- განაცხადა ETUCE-ის ევროპულმა დირექტორმა სუზან ფლოკენმა.
ETUCE-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დენიცა საჩევი. მან თანამედროვე ტენდეციების გამოწვევების საპასუხოდ, ხაზგასმით აღნიშნა რომ აუცილებელია პედაგოგების როლისა და პედაგოგთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა. ქალბატონმა დენიცა საჩევმა მადლობა გადაუხადა ETUCE-ის ხელმძღვანელობასა და წევრ ორგანიზაციებს ევროპულ ქვეყნებში განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების ხელშეწყობისთვის გაწეული საქმიანობისთვის.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები და კვლევების შედეგები.
ETUCE-ის თანასწორობის მუდმივმოქმედი კომიტეტი ETUCE-ის მრჩეველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება გამოცდილეების გაზიარების, განათლებაში თანასწორი შესაძლებლობების, განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწობის საკითხებზე მსჯელობისა და სარეკომენდაციო დოკუმენტების მიღების მიზნით.
ჯგუფური და ინდივიდაულური მუშაობის შედეგად, აღნიშნული კომიტეტის წევრებმა, ETUCE-ის კომიტეტზე წარსადგენი რეზოლუციის ტექსტი შეიმუშავეს, რომელიც მარტში განიხილება, ხოლო მისი ანგარიში ETUCE-ის სპეციაურ კონფერენციაზე იქნება წარდგენილი.
რეკომენდაციის პროექტში ხაზგასმულია: ,,გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე საზოგადოება ტექნოლოგიური პროგრესით სწრაფად იცვლება, იზრდება ექსტრემიზიმის, პოპულიზმისა და სხვა გამოწვევების რისკები. შესაბამისად, განათლების მომავალი და თანასწორობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პუნქტები უნდა იყოს განათლების პროფკავშირების სამოქმედო გეგმებსა და სტარატეგიებში”.
კომიტეტის წევრების მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის პროექტის მთავარი თემებია: შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა განათლების მიღების სტრატეგიების განსაზღვრა, მათ შორის, მიგრანტი ოჯახების განათლების სისტემებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ღირებულეების დამკვიდრება და სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების უზრუნველყოფა.
ETUCE-ის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ მომავალი განათლება უნდა იყოს ხარისხიანი და ყველასათვის ხელმისწავდომი ინკლუზიური, კულტურული და სოციალური მრავალფეროვნების გათვალისწინებით. მომავალის განათლებამ უნდა უზრუნველყოს და დაეხმაროს ყველას, გამოიყენონ თითოეული მოსწავლის პოტენციალი პოპულიზმის, ექსტრემიზმისა და სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად, რათა მომზადდეს ტოლერანტული საზოგადოება დემორკატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად. მომავალი სკოლები უნდა იყოს ბულინგისა და დისკრიმინაციის საფრთხეებისგან თავისუფალი და სკოლა ყველასთვის უნდა იყოს უსაფრთხო სწავლა-სწავლების ადგილი.
Standing committee for equality 2018 – looking forward: education and equality