23 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დარბაზში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.

სპმთპ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა,მამუკა კუჭავამ, თავდაპირველად დელეგატებს 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც ორგანიზაციის პრიორიტეტები და ორგანიზაციის გაძლიერებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები გააცნო.

კონფერენციაზე დამსწრე 45-მა დელეგატმა სპმთპ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მამუკა კუჭავა ერთხმად აირჩია.