მიმდინარე წლის 20 აპრილს, თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის მე-2 საანგარიშო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას დელეგატებთან ერთად სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ნათია კორძაძე ესწრებოდა.
სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქეთევან ხეტეშვილმა კონფერენციის დელეგატებს განვლილი პერიოდის განმავლობაში, ისნის რაიონული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა აქტივობა, ღონისძიება, თუ ტრენინგი, რომელშიც ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ნათია კორძაძე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ორგანიზაციის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებზე, ახალ გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
ორგანიზაციაში წევრთა რაოდენობის გაზრდასთნ დაკავშირებით კონფერენციამ დაამტკიცა ისნის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა და სპმთპ-ის მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის კიდევ ერთი დელეგატი აირჩია - თბილისის 47-ე ბაგა-ბაღის, სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნათია კიკვილაშვილი.
დელეგატებმა დიდი მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციისა და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქეთვან ხეტეშვილის მიმართ. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ნათია კორძაძეს პროფკავშირის აქტიური საქმიანობისა და წევრებზე ზრუნვისთვის.
კონფერენციის დასასრულს, ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთევან ხეტეშვილმა წარმატებულ წევრებს მადლობის სიგელები გადასცა. ხოლო რამდენიმე დელეგატი დაბადების დღის აღსანიშნავი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.