საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის კონფერენციას დაესწრო. ქალბატონმა მაია კობახიძემ მადლიერება გამოხატა უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარებასთან დაკავშირებით, მანდატურების საქმიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ 2010 წელს პედაგოგთა რეპრესირების მიზნით შექმნილი მანდატურის სამსახური დღეს წარმატებით მუშაობს არასრულწლოვანთა შორის ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით. მანდატურების ხელშეწყობით მასწავლებელი მშვიდ უსაფრთხო გარემოში წარმართავს საგაკვეთილო პროცესს.

აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია-ნასროსთან (NASRO) მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს. ასოციაცია წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ახორციელებს.