მიღებულია - 25/08/2006  ძალაშია - 29/08/2006 

მიმღები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

"საქართველოს შრომის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი.
2.ძალადაკარგულად ჩაითვალოს "დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის N85/ნ ბრძანება (სსმ 16.03.2006 N34 მუხ. 406).
3.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლადო ჭიპაშვილი

გამოქვეყნებულია #114 მაცნეში
18.08.2006
ნაწილი III

დანართი #1 - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი
თავი #1 - ზოგადი დებულებები
მუხლი #1 - წესის მიღების საფუძველი


"ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი" (შემდგომში - წესი) შემუშავებულია "საქართველოს შრომის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. 


მუხლი #2 - რეგულირების საგანი


წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.


მუხლი #3 - ტერმინთა განმარტებები


წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამსაქმებელი - "საქართველოს შრომის კოდექსით" განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) დასაქმებული - "საქართველოს შრომის კოდექსით" განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;
გ) დაწესებულება - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება;
დ) დახმარება - "საქართველოს შრომის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონისა და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;
ე) კომპენსაცია - საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 41' მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნებიდან;
ვ) მოსამსახურე - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;
ზ) სააგენტო - სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტო";
თ) დაფინანსების განაცხადი - დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.


მუხლი #4 - დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა


წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს სააგენტო, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას - შესაბამისი დაწესებულება.


მუხლი #5 - დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო


დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია - შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.


მუხლი #6 - დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი


ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები);
ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი #3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


თავი #2 - დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების პირობები და ოდენობა
მუხლი #7 - დახმარების და კომპენსაციის დანიშვნის პირობები


დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება:
ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო;
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.


მუხლი #8 - დახმარების და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება


მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.
დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების(თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნას ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.


მუხლი #9 - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება


1. დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
2. დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.


თავი #3 - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
მუხლი #10 - დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი


1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავდამყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით.
3. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედანის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;
ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს სააგენტოში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი #2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ორგანოში;
დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან დანართი N2-ით განსაზღვრული წერილის საფუძველზე წერილობით ითხოვს დაფინანსების განაცხადში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის არარსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. საგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.
6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.


თავი #4 - გარდამავალი დებულებები
მუხლი #11 - გარდამავალი რეგულირება


მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი და 2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140) დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების პერიოდზე შემდეგი წესით:
2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და სააგენტოს მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.

დანართი  #2 





საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შემოსავლების სამსახურის


________________________________________ 
ტერიტორიული ორგანოს დასახელება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად  აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტო _______________ (ტერიტორიული ერთეულის დასახელება) დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 201__ წლის ______ სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხად(ებ)ს.
წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულებების გადასახადის გადამხდელებად რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. 

დანართი __________ ფურცლად.

პტივისცემით,

სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი                                                                     /სახელი, გვარი/

დანართი  #3 - ორსულობისმშობიარობისა და ბავშვის მოვლისასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების განაცხადი



N

დამსაქმებლის/დაწესებულების

დამსაქმებლის/მოსამსახურის



საიდენ-
ტიფიკაციო 
კოდი


დასახელება

პირადი 
N


სახელი, 
გვარი
და 
დაბადების
 წელი


საცხოვრებელი 
რეგისტრაციის 
ადგილი


საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის 
პერიოდი


სამსახურში მიღების 
თარიღი (თვე
 და წელი)














-დან

ჩათ-
ვლით




1

2

3

4

5

6

7

8

9

1

















 2

















 3

















 4

















 5

















 6

















 7

















 8

















 9

















დასაფინან-
სებელი სამუშაო დღეების რაოდე-
ნობა


საავადმყოფო
ფურცლის


შვილად აყვანის შესახებ დოკუმენტის 
თარიღი
 და N


დასაქმებულის/
მოსამსახურის
დახმარების გასაანგარიშებელი
ბაზა (თანამდებობრივი
სარგო)


მოთხოვ-
ნილი
თანხა


დასაქ-
მებულის/
მოსამ-
სახურის
პირადი საბანკო ანგარიში


შესაბამისი 
ბანკი




სერია

ნომერი









კოდი

დასახელება

10

11

12

13

14

15

16

17

18













































































































  

  

  

  



  

  



  



































 

დამსაქმებელი/დაწესებულების ხელმძღვანელი

ბუღალტერი

თარიღი  "_____"  "________________" 200__ წ.

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი470.020.000.22.035.009.152