2023 წლის 13-14 მაისს, ს. საწირეში მდებარე სპმთპ-ის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრში რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებელთა 10-საათიანი ტრენინგი ჩატარდა. 2-დღიანი ტრენინგი სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ლეილა გორგაძის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.
ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტმა და სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა სიღრმისეულად განიხილა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის საკითხები, პორტფოლიოს წარმოება, კურიკულუმი, შეფასება, დიფერენცირებული მიდგომა, სოლო ტაქსონომია, ფუნქციური უნარები, 21-ე საუკუნის კომპეტენციები და სხვა აქტუალური საკითხები.
სპმთპ, მსმენელთა სახელით, მადლიერებას გამოხატავს როლანდ ხოჯანაშვილის მიმართ, გაწეული მუშაობის, კარიერული წინსვლის პროცესში კოლეგებისადმი დახმარებისა და იმ ძალისხმევისათვის, რაც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. როლანდ ხოჯანაშვილი
ტრენინგის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ განიხილა სპმთპ-ის საქმიანობა, შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებებით.
მაია კობახიძემ და როლანდ ხოჯანაშვილმა მსმენელებს გადასცეს 10-საათიანი ტრენინგ-კურსის სერტიფიკატები - ,,მასწავლებლის პორტფოლიო და მისი ანალიზი“.