თომას ჰამარბერგის, ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების საკითხებსა და ადამიანის უფლებაში  ანგარიშში აღნიშნულია:     ,,მასწავლებელთა ყველაზე დიდი პროფესიული კავშირის ლიდერობა ყოფილმა ხელისუფლებამ არ აღიარა 
  და სასამართლო დარბაზში დაუპირისპირდა. "

7.1 შრომითი უფლებები

 ძველი შრომის კოდექსი შეიცავდა დებულებებს, რომლებითაც ილახებოდა დაქირავებულთა უფლებები. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ფორმალურად უფლებები გათვალისწინებული იყო, მათი რეალური დაცვა არ ხდებოდა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თვალსაწიერიდან, ხარვეზები განსაკუთრებით ნათელი იყო ორ ძირითად პაქტთან მიმართებით:
  პაქტი #87 - ორგანიზაციის ჩამოყალიბების უფლების შესახებ და პაქტი #98 - კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების შესახებ. მაშინაც კი, როცა უფლებები ფორმალურად უზრუნველყოფილი იყო, ხშირი იყო მათი დარღვევის შემთხვევები. 2011 წლის დეკემბერში უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ პროფკავშირების აქტივისტები არ იყვნენ დაცული შრომის კოდექსით. 2012 წლის ივნისში შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანამ ვერ გადაჭრეს პრობლემა. ამ ცვლილებებით არც კოლექტიური მოლაპარაკების უფლება დაკანონებულა. პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა გონივრული საზოგადოებრივი დიალოგი, ხოლო პროფკავშირების ლიდერებმა და წევრებმა არაერთხელ გამოთქვეს პრეტენზიას, რომ ხელისუფლება ახორციელებდა მათ დაშინებას.
 პროფკავშირების ფინანსური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მასწავლებელთა ყველაზე დიდი პროფესიული კავშირის ლიდერობა ყოფილმა ხელისუფლებამ არ აღიარა და სასამართლო დარბაზში დაუპირისპირდა მას.
  თითქმის ყველა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აცხადებდა, რომ ხელისუფლება ერეოდა მის საქმიანობაში, დაწყებული დაშინებით და უსამართლო დათხოვნით დამთავრებული, რაც ხშირად იყო წარმოჩენილი როგორც „სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა“.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვათა აზრით, ხელისუფლების მოქმედება ასახავდა „მიზანმიმართულ ცდას, ჩამოერთვას მშრომელებს თავისუფალი შეკრების, ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლებები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში“.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) 

2013 წლის 17 დეკემბერი, 22:06