32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წელს, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ინიციატივით დაიგეგმა სპმთპ-ის რეგიონალური კამპანია ,,ენდე მასწავლებელს", რომელის მიზანია, საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და წევრთა უკუკავშირების ანალიზის შედეგად, სპმთპ-ის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება. 2019 წლის 8 -9 მარტს, სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების ლიდერების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების ლიდერებთან, სადაც განიხილეს და იმსჯელეს ზოგადსაგანმანათლებლო და ადრეულ განათლებაში მიმდინარე ტენდენციებზე. სპმთპ-ის ლიდერთა გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა სპმთპ-ის წევრებთან რეგიონალური შეხვედრების გრაფიკი, შემუშავდა განათლების რეფორმის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა და პოზიცია.

 

8 მარტი, 2019 წელი.